ჯანსაღი კვება

სკოლაში ჯანსაღი და სწორად დაბალანსებული კვების დანერგვა მნიშვნელოვანი და მეტად საყურადღებო პროცესია, რადგან კვება მჭიდრო კავშირშია ჩვენი შვილების ემოციურ, ფიზიკურ და გონებრივ კეთილდღეობასთან. მოგეხსენებათ მარტივი არ არის ყოველთვის შევინარჩუნოთ სწორი კვებითი რეჟიმი როგორც შინ, ასევე სკოლაში.

ჯანსაღი კვება გულისხმობს ბავშვებისათვის ისეთი მრავალფეროვანი საკვების მიცემას, რომელიც ხელს შეუწყობს მათ ჯანმრთელობას და აღავსებს ენერგიით. მათი საკვები უნდა შეიცავდეს ცილას, ნახშირწყლებს, ცხიმს,  წყალს, ვიტამინებს და სხვა მინერალებს.

ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მრავალფეროვანი და სწორად დაბალანსებული კვებითი რეჟიმი მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ასევე შესაბამისი ზრდისა და განვითარებისათვის. ეს ყოველივე ზრდის მათი კონცენტრაციის დონეს და ავსებს მათი შესაძლებლობების უნარს როგორც სკოლაში, ასევე სკოლის გარეთ. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა  „ჯანსაღი პლანეტის“ კონცეფცია.

მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სკოლის ჯანსაღი სადილი მნიშვნელოვნად ცვლის მათ დამოკიდებულებას სწორი კვების მიმართ, რაც თავისთავად აისახება მათი ცხოვრების წესზე.

სკოლის თანამშრომლებისათვის ფუნქციონირებს „მარკ ტვენის“ კაფე, სადაც ჯანსაღი საკვები ასევე პრიორიტეტულია.

ჩვენი პროფესიონალ მზარეულთა გუნდი მუდმივად იძიებს სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულოს საუკეთესო რეცეპტებს, რომელიც მორგებულია ორივე განყოფილების მოსწავლეებზე. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მიერ შერჩეული მენიუები წაახალისებს ბავშვებს იკვებონ ჯანსაღად და მიიღონ სიამოვნება სწორად დაბალანსებული საკვებისგან.

ჩვენ გააზრებულად ვამბობთ უარს  საკვებში, არაჯანმრთელი დანამატების და ცხიმების გამოყენებაზე.

ჩვენ არ ვიყენებთ თხილეულს, ან თხილის/ნიგვზის შემცველ პროდუქციას საკვების დამზადებისას, ასევე ფერის შემცველ ესენციებს.

მკაცრად ვაკონტროლებთ მარილის და შაქრის რაოდენობის გამოყენებას.

ჩვენს მენიუში არ არის ღორის და ცხვრის ხორცი.

ჩვენ ვუზრუნველყოფთ ჩვენი მოსწავლეებისათვის დილის შესვენების დროსაც საკვების მიწოდებას და ხელს ვუწყობთ მათ, რომ მიიღონ ახალი ხილი, დალიონ  საჭირო რაოდენობის წყალი და რძე.

პროდუქციით მომარაგებაზე პასუხისმგებელნი არიან ისეთი სერტიფიცირებული კომპანიები როგორებიცაა ,,აგროჰაბი“, ,,ბროდმაისტერ“, ,,ედეკა“ და სხვა.

Healthy Planet Café (12-16 September)

New School Sample Menu (Week 1)