აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სასტიპენდიო პროგრამა 

ევროპულ სწავლებაზე ორიენტირებული საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) დიპლომი ,,ახალ სკოლაში"

,,ახალი სკოლა“ ევროკავშირისა და საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) მხარდაჭერით, მოხარულია, გამოაცხადოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სასტიპენდიო პროგრამის კონკურსი მოსწავლეთა ახალი ნაკადის მისაღებად 2023-2024 აკადემიური წლისთვის.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოსწავლეებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, კერძოდ, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან.

ტესტირების შედეგების მიხედვით შეირჩევა ოცამდე საუკეთესო სტუდენტი, რომელიც მიიღებს სრულ სტიპენდიას ევროპულ სწავლებაზე ორიენტირებული საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სადიპლომო პროგრამაში მონაწილეობისთვის.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამა, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის მოსწავლეებისთვის საშუალო განათლების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. 2018 წელს წარმატებით დაწყებული პროგრამა მეხუთე წელია, რაც საქართველოში ხორციელდება. მიმდინარე კონკურსში შერჩეული მოსწავლეები ჩაერთვებიან 2023/2024 აკადემიური წლის სასტიპენდიო პროგრამაში.
 

დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ აქ

განაცხადის შევსება შესაძლებელია ელექტრონულად:  http://www.eapeuropeanschool.eu/