,,ახალი სკოლა" მოსწავლეებს სთავაზობს საერთაშორისო ბაკალავრიატის სამივე პროგრამას: დაწყებითი სკოლის პროგრამას (PYP); საბაზო სკოლის პროგრამას (MYP) და სადიპლომო პროგრამას (DP).

,,ახალი სკოლაში“ ორი განყოფილებაა, ქართული და ინგლისური. ქართულ განყოფილებაში ქართველი მოსწავლეები სწავლობენ, ინგლისურ განყოფილებაში კი 37 სხვადასხვა ეროვნების 250–მდე ბავშვია. ყველა მოსწავლე, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ განყოფილებაში, ფლობს ინგლისურ ენას და შეუძლიათ ამ ენაზე კომუნიკაცია ერთმანეთთან. უცხოელი ბავშვები სწავლობენ ქართულ ენას, ეცნობიან საქართველოს, მის კულტურას და ტრადიციებს. ქართველი ბავშვები კი იგებენ სხვადასხვა ქვეყნების კულტურების შესახებ.  სკოლაში არსებობს ღია დიალოგი, აზრთა გაცვლა და სხვადასხვა კულტურების დაფასება.

საკუთარი შენობა, მრავალფეროვანი რესურსებით აღჭურვილი შემეცნებითი სივრცე, პიაცა.

კვლევისა და თამაშის პრინციპებზე დაფუძნებული სწავლება

10 მოსწავლეზე მოდის 1 მასწავლებელი.

მოსწავლეთა რაოდენობა: 60

მოსწავლეთა ასაკი: 3-6

კლასები: ბაღი-მოსამზადებელი

განრიგი: 9:00-15:20

ტრანსპორტირება: ბავშვებს ემსახურება ტრანსპორტი

კვება: საუზმე და სადილი ,,ვინი პუჰის'' კაფეში.

მიმზიდველი საკლასო ოთახები

ტრანსდისციპლინარული, კვლევაზე დაფუძნებული განმავითარებელი სწავლება

სპორტული აქტივობები, ცურვა; მუსიკის, ხელოვნების და ინგლისური ენის გაკვეთილები.

მოსწავლეთა რაოდენობა: 350

მოსწავლეთა ასაკი: 6-11

კლასები: 1-5

განრიგი: 9:00-15:20 

ტრანსპორტირება: ბავშვებს ემსახურება ტრანსპორტი 

კვება: პირველი და მეორე კლასელები სადილობენ ,,ვინი პუჰის" კაფეში. სადილი შედის სკოლის გადასახადში. მესამე კლასიდან მოსწავლეები სადილობენ კაფეში  ,,ჯანმრთელი პლანეტა", სადაც შეუძლიათ შეიძინონ ჯანმრთელი საკვები School Card-ის გამოყენებით.

ხდება კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარება

ვითარდება სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება, რომელიც მათ მთელი სიცოცხლის მანძილზე გაჰყვება

ეცნობიან გლობალურ გამოწვევებს

მოსწავლეთა რაოდენობა: 250

მოსწავლეთა ასაკი: 11-16

კლასები: 6-10

განრიგი: 8:20-14:55

ტრანსპორტირება: მოსწავლეებს ემსახურება ტრანსპორტი 

კვება: მოსწავლეები სადილობენ სკოლის კაფეში,, ჯანმრთელი პლანეტა", სადაც შეუძლიათ შეიძინონ ჯანმრთელი საკვები School Card-ის გამოყენებით.

პროგრამა ხელს უწყობს  კრიტიკული აზროვნებისა და საკუთარი თავის მართვის უნარების  განვითარებას

კვლევის უნარების ჩამოყალიბებას

მოსწავლის ჰოლისტიკურ განვითარებას

მოსწავლეთა რაოდენობა: 130

მოსწავლეთა ასაკი: 16-18

კლასები: 11-12

განრიგი: 8:20-15:50

ტრანსპორტირება: მოსწავლეებს ემსახურება ტრანსპორტი 

კვება: მოსწავლეები სადილობენ სკოლის კაფეში ,,ჯანმრთელი პლანეტა", სადაც შეუძლიათ შეიძინონ ჯანმრთელი საკვები School Card-ის გამოყენებით.