დაწყებითი კლასების ‎პროგრამა (PYP) განკუთვნილია 5-12 წლამდე მოსწავლეთათვის. 5-6 წლამდე პერიოდი გულისხმობს სკოლამდელ აღზრდის საფეხურს. IB პროგრამის ფილოსოფიის ცენტრში მოქცეულია ‎სტრუქტურირებული მიზანმიმართული კვლევა, როგორც წამყვანი საშუალება ‎ცოდნის მიღებისათვის. ‎სკოლამდელი განთლების პროგრამის ‎მიზანია ბავშვის ყოველმხრივი განვითარება, როგორც სკოლაში, ისე მის ‎ფარგლებს გარეთ.

სკოლამდელი განათლების პროგრამა „ახალ სკოლაში“დაფუძნებულია სწავლების ჰოლისტიკურ მიდგომაზე,  თამაშით სწავლების მეთოდიკის გამოყენებით და ითვალისწინებს  5-6 წლის ასაკის ბავშვების სკოლისათვის მომზადებას. პროგრამა გულისხმობს ტრანსდისციპლინარულ სწავლებას, წლის მანძილზე განიხილება ოთხი ტრანსდიპლნარული თემა:

  • ვინ ვართ ჩვენ
  • როგორ მუშაობს სამყარო
  • როგორ გამოვხატავთ საკუთარ თავს
  • როგორ ვინაწილებთ პლანეტა დედამიწას

IB პროგრამასთან ერთად ამავე საფეხურზე წარმატებით ხორციელდება რეჯიო ემილიას პროგრამა , სწავლების ეს მეთოდოლოგია ბავშვის შემეცნებითი განვითარებისა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენაზეა ორიენტირებული.

რეჯიო ემილიას მეთოდი საგანმანათლებლო ფილოსოფიაა, რომელიც სკოლამდელ განათლებაზეა ორიენტირებული.  მას საფუძვლად დაედო ჰუმანისტური ღირებულებები. რეჯიო ემილიას მეთოდოლოგიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ესთეტიკურად მოწყობილ გარემოს, სხვადასხვა სივრვეებს, პიაცას, შესაბამის საკლასო გარემოს. აქცენტი დაისმის ბავშვის შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე.

რეჯიოს ბაღში ბავშვებს ხელს უწყობენ, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრები და გრძნობები არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ხელოვნების სხვადასხვა დარგის საშუალებითაც.

სკოლამდელი პროგრამა  ხელს უწყობს აღსაზრდელის მრავალმხრივ და სრულფასოვან განვითარებას; მოტორულ, სოციალურ, ემოციურ, მეტყველებისა და შემეცნებითი უნარების გამომუშავებას. იგი უზრუნველყოფს ბავშვის მომზადებას პირველი კლასის მოსწავლის მიმართ არსებული მოლოდინებისა და გამოწვევებისათვის.

ზოგადი რეგულაციები: დაწყებითი კლასების პროგრამა