,,ახალი სკოლის" მშობელთა და მასწავლებელთა ორგანიზაცია (PTO) შეიქმნა იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყოს სკოლის ფუნქციონირებას, განავითაროს ურთიერთკავშირი სკოლასა და მოსწავლის ოჯახს შორის, მოიზიდოს მშობლები სკოლის ცხოვრებაში, რომ გაუმჯობესდეს აკადემიური და სოციალური გამოცდილება მშობლების მოხალისეობრივი დახმარებით და მათი სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის გზით.

აქტივობები, რომლებსაც მშობელთა და მასწავლებელთა ორგანიზაცია ახორციელებს, მოიცავს შემდეგს:

  • საერთაშორისო დღის ორგანიზებაში დახმარება
  • საქველმოქმედო ღონისძებები
  • სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზება მშობლებისთვის და მოსწავლეებისთვის

მშობელთა და მასწავლებელთა ორგანიზაციას მართავს საბჭო, რომელშიც წარმოდგენილნი არიან "ახალი სკოლის" ქართული და ინგლისური სექტორის მასწავლებლები და მშობლები. PTO ღიაა ყველა მშობლისათვის და მასწავლებლისთვის, ვისაც სურს მონაწილეობა მიიღოს და ჩაერთოს ღონისძიებებში, რომლებიც სკოლის მხარდასაჭერად იგეგმება.

თუ გსურთ გახდეთ მშობელთა და მასწავლებელთა ორგანიზაციის წევრი, გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული ფორმა.