,,ახალი სკოლის’’ მიზანია ბავშვები ყოველმხრივ განავითაროს. იმისთვის, რომ ჩვენს მოსწავლეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ მრავალ აქტივობაში და შეიძინონ ახალი ინტერესები. ,,ახალი სკოლა’’ მათ სთავაზობს სკოლის შემდგომი აქტივობების მრავალფეროვან არჩევანს, რომლებიც ტარდება მხიარულ და მეგობრულ გარემოში. მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ სპორტის სხვადასხვა სახეობები, ხელოვნება, დრამა და სხვა გასართობი თუ შემეცნებითი კლასები. ყველა აქტივობა ,,ახალი სკოლის’’ ტერიტორიაზე ტარდება. ეს აქტივობები სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ იწყება და მათი ხანგრძლივობა განსხვავებულია. მოსწავლეებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ სკოლის შემდეგ აქტივობებში, არ ემსახურებათ სკოლის ტრანსპორტი.

დაწყებითი სკოლა

ტანვარჯიში: მოძრაობის საშუალებით ბავშვებს უვითერდებათ როგორც სხეული, ასევე, გონება და ხდებიან მეტად თავდაჯერებულები.

ქართული ცეკვა: გაკვეთილებს ხელმძღვანელობს ქართული ცეკვის პროფესიონალი მასწავლებელი. ცეკვა აუმჯობესებს კოორდინაციისა და რიტმის უნარს,  მეხსირებას და სხვა მრავალ უნარ-ჩვევას.

ჭადრაკი: სკოლის შემდგომი ჭადრაკის გაკვეთილები მოსწავლეებს ეხმარება გაიუმჯობესონ ლოგიკური აზროვნების უნარები, ისწავლონ სტრატეგირების დასახვა და ისწავლონ მეტი ჭადრაკის შესახებ.

ბალეტი: ბალეტი ყველა ცეკვის საწყისი წყაროა. მისი საშუალებით ისწავლება ტექნიკა, ბალანსი, კოორდინაცია, მოთმინება და სხეულის მართვა. ბალეტი შესანიშნავი აქტივობაა დამწყები მოცეკვავეებისთვის, რადგან ის მოსწავლეებს ამზადებს სხვა ნებისმიერი სტილის ცეკვისთვის. როგორც ნებისმიერი სპორტი, ბალეტის გაკვეთილებიც შესავალი ვარჯიშებით იწყება, რომლისთვისაც მოსწავლეები ძელს იყენებენ. ამის შემდეგ ისინი დარბაზის ცენტრში გადაინაცვლებენ და სხვადასხვა ტექნიკას და ილეთებს სწავლობენ.

ცურვა: ახალი სკოლა გთავაზობთ ცურვის შემსწავლელ მრავალმხრივ პროგრამას, რომლის ფარგლებში მოსწავლეები მუდმივად ფასდებიან და მუშაობენ ახალი მიზნების მისაღწევად.

ფეხბურთი: ჩვენს მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ჩვენს ფეხბურთის პროგრამაში. ეს გაკვეთილები მიმართულია როგორც ინდივიდუალური უნარების განვითარებაზე, ასევე  გუნდურ თამაშებზე სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში.

კარატე: გაკვეთილებს კარატეს პროფესიონალი მასწავლებელი ატარებს და ეხმარება მოსწავლეებს განავითარონ თვითდისციპლინა, თვითდაჯერებულობა და სხვადასხვა ტიპის ქამრების მოსაპოვებლად საჭირო ტექნიკური უნარები.

უფროსი კლასები

დღევანდელი სამყაროს სწრაფად ცვალებადი და კომპლექსური ხასიათის გამო ბავშვები ხშირად ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდიან, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მათ შეიძინონ საჭირო უნარ-ჩვევები, რათა შეძლონ სხვადასხვა აქტივობებში ჩართვა ზედმეტი სტრესის გარეშე. ეს აქტივობები განვითარებადი გონებისთვის შესაფერისი განტვირთვის საშუალებაა და, ამასთანავე, მოსწავლეებს მატებს თვითდაჯერებულობას, უვითარებს სოციალურ, გუნდური მუშაობის და კონფლიქტის გადაჭრის უნარებს, რის შედეგადაც ამზადებს მათ ცხოვრებისთვის სასწავლო დაწესებულების კედლებს გარეთ. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება ახალი სკოლის უფროსი კლასების სკოლის შემდგომი აქტივობების პროგრამა.

ანიმე: ანიმეს კლუბის მიზანია იაპონიაში შექმნილი მედიის ამ ჟანრის გაცნობით მოსწავლეები ჩამოაყალიბოს საერთაშორისოდ მოაზროვნე ადამიანებად და შემატოს მათ კულტურული ცოდნა. ანიმე, ანუ იაპონური ანიმაცია, განიხილავს კომპლექსურ თემებს მისთვის დამახასიათებელი უნიკალური სამხატვრო სტილის, ამბის გადმოცემის ტექნიკისა და როგორც ტრადიციული, ასევე, ორიგინალური მხატვრული ტროპების საშუალებით. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ანიმემ დასავლურ მედიაშიც დიდი პოპულარობა მოიპოვა, რის შედეგადაც უკვე არაერთ ფილმში, სატელევიზიო სერიალსა თუ ვიდეო თამაშში გამოიყენება იაპონელების მიერ შექმნილი ისტორიები, ტროპები და მხატვრული სტილი.   ანიმეს კლუბში ანიმეების გაცნობისა და დისკუსიების მეშვეობით მოსწავლეები შეისწავლიან მრავალ თემას, რომლებიც უკავშირდება თხრობის ვიზუალურ მეთოდს და კულტურის გლობალიზაციას.

წერის კლუბი: გჭირდება დახმარება წერაში? გიჭირს წერითი დავალების, პერსონალური პროექტის, ან  ესეს შესრულება? მოდი წერის კლუბში! საჭიროების შემთხვევაში ტარდება მინი-გაკვეთილები წერის გასაუმჯობესებლად.

ფოტოგრაფიის კლუბი: ამ კლუბის მიზანია მოსწავლეები დააინტერესოს ფოტოგრაფიით. ჩვენს დროში, როცა ტელეფონის საშუალებით ყველას მარტივად შეუძლია ფოტოს გადაღება, მნიშვნელოვანია ფოტოგრაფიის, როგორც ხელოვნების დარგის,  სათანადოდ დაფასება და მისი ტექნიკების ღრმად შესწავლა. კლუბი შექმნილია იმ ადამიანთა ერთად შესაკრებად, რომლებიც ბედნიერებას იღებენ ცხოვრების მრავალი მომენტის არა უბრალოდ ფოტოზე აღბეჭდვით, არამედ მათი ხელოვნების ნიმუშად ქცევით.

ჭადრაკის კლუბი: ჭადრაკი არის თამაში ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. ის აუმჯობესებს მეხსიერებას და კონცენტრაციას, ავითარებს ლოგიკურ აზროვნებას, ხელს უწყობს წარმოსახვის უნარის განვითარებას და მოსწავლეების დამოუკიდებელ ადამიანებად ჩამოყალიბებას. 

წიგნის კლუბი: ეს კლუბი სრულიად დამოუკიდებელია სასწავლო მასალისგან და არ წარმოადგენს ლიტერატურის გაკვეთილების გაგრძელებას. ეს არის იმ მოსწავლეთა გაერთიანება, რომლებსაც აინტერესებთ ენა და ისტორიები კაცობრიობის შესახებ, რაც გადმოცემულია რომანების გვერდებზე. კლუბში შეარჩევთ მხატვრულ ლიტერატურას და სიღრმისეულად განიხილავთ, როგორც მის ნარატივს, ასევე მასში წარმოჩენილ ადამიანურ პრობლემებს.

SAT-სთვის მოსამზადებელი კლუბი: SAT-ის გამოცდა უნივერსიტეტის მისაღები გამოცდაა, რომელსაც მრავალი უნივერსიტეტი და კოლეჯი იყენებს პოტენციური სტუდენტის აკადემიური შესაძლებლობების განსასაზღვრად და მის საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის მზაობის შესაფასებლად. SAT-ის გამოცდის მიზანია განსაზღვროს მოსწავლის კითხვის, წერის და მათემატიკური უნარების დონე. ტესტის თითოეული ნაწილი 200-დან 800 ქულამდე შეფასების სისტემით ფასდება და საბოლოოდ მაქსიმალურ 2400 ქულას შეადგენს. მოდი და მოემზადე SAT-ის გამოცდისთვის!