მაკა ქორიძე

,,ახალი სკოლის'' კურსდამთავრეული

„ახალ სკოლაში“ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი იყოს რაც შეიძლება საინტერესო. მოსწავლეები იღებენ ცოდნას, რომელიც მათ მომავალში კარიერულ წინსვლაში ეხმარება, არა მხოლოდ საქრთველოში, არამედ საზღვარგარეთაც. გარდა ამისა, მათ აქვთ შესაძლებლობა განავითარონ კომუნიკაციის და პრობლემის გადაჭრის უნარები. ამ სკოლაში ყოველდღიურად ხდება იმის შეხსენება, რომ უნდა იყო ტოლერანტული და სხვებს დაეხმარო. პირველი კლასიდანვე გვასწავლიდნენ ჯგუფში მუშაობას და სხვების აზრის პატივისცემას. გარდა განათლებისა, ეს სკოლა ზრუნავს, რომ თითოეული მოსწავლე ჩამოყალიბდეს, როგორც დამოუკიდებელი,პრინციპული, მოაზროვნე და გაბედული ადამიანი.ყველაფერი ამის მიღწევაშიკი ხელს უწყობენ პროფესიონალი მასწავლებლები, რომლებიც მუდამ მზად არიან დაგეხმარონ, სკოლის დირექტორი, ქ-ნი მარინა ყოველწლიურად ცდილობდა ინოვაციები დაენერგა. სკოლაში საოცრად მეგობრული და თბილი გარემოა შექმნილი, მოსწავლეებს შეუძლიათ დასვენება ულამაზეს ეზოში, ტბასთან ან სტადიონზე. სწორედ ამ გარემოს გამო მიხაროდა ყოველთვის სკოლაში სიარული. სასწავლო პროცესის გარდა მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ, კლასგარეშე აქტივობებშიც არიან ჩართულები, რაც ჩემთვის, როგორ მოსწავლისთვის ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო. ახლა, როდესაც უნივერსიტეტში მეორე კურსზე ვსწავლობ, უფრო და უფრო ვწმუნები, რომ „ახალი სკოლა“ იმ უნარების განვითარებაში დამეხმარა, რომლებიც მნიშვნელოვანია მომავალში წარმატების მისაღწევად და მომამზადა ცხოვრების ახალი ეტაპისთვის-სტუდენტობისთვის. სკოლაში მიღებული ცოდნა, გამოცდილება, სხვადასხვა პროქტებში მონაწილეობა დღესაც ძალიან მეხმარება უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი პროექტების წარმატებით ჩაბარებაში. „ახალ სკოლაში“ გარდა ცოდნის მიღებისა, გავიცანი ბევრი საინტერესო ადამიანი, შევიძინე მეგობრები და გავატარე ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო, ფერადი და კარგი მოგონებებით აღსავსე წლები.