გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმის შევსებამდე გაეცნოთ სკოლაში მიღების პოლიტიკას.

ნაბიჯი 1: სააპლიკაციო ფორმის შევსება

მოითხოვეთ სააპლიკაციო ფორმა სკოლის მიმღებში ან ჩამოტვირთეთ სკოლის ვებ-გვერდიდან და გამოვიგავნეთ: admissionsnewschoolgeorgia@gmail.com. აუცილებელია ფორმის სრულად შევსება, იმისათვის, რომ მოხდეს თქვენი განაცხადის განხილვა.

ნაბიჯი 2: გასაუბრება მოსწავლესთან, ტესტირება

სკოლამდელი საფეხური და დაწყებითი სკოლა (ბაღი-მეხუთე კლასი): ბავშვი გაივლის გასაუბრებას დაწყებითი სკოლის ხელმძღვანელთან და სკოლის ფსიქოლოგთან. საჭიროების შემთხვევაში დაინიშნება დამატებითი შეხვედრა ან ტესტირება.

უფროსი კლასები (6-12 კლასები): მოსწავლე გაივლის გასაუბრებას უფროსი კლასების ხელმძღვანელთან და სკოლის ფსიქოლოგთან. მოსწავლეს ჩაუტარდება ტესტირება მათემატიკაში, ქართულსა და ინგლისურ ენებში.  

ნაბიჯი 3: სრული განაცხადის წარდგენა 

პირველადი სააპლიკაციო ფორმის შევსების, გასაუბრების და ტესტირების ჩატარების შემდეგ, აუცილებელია შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

  • ზოგადი შეთანხმების ფორმა, შევსებული და ხელმოწერილი მშობლის მიერ.  
  • 2 ფოტოსურათი (3X4).
  • დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
  • მოსწავლის ჯანმრთელობის ისტორია, სამედიცინო ცნობა შევსებული პედიატრის მიერ და იმუნიზაციის ჩანაწერის ასლი.
  • მოსწავლის პირადი საქმე.
  • ორი სარეკომენდაციო წერილი მასწავლებლისგან და სკოლის ფსიქოლოგისგან (თუ სკოლას არ ჰყავს ფსიქოლოგი, გთხოვთ, წარმოადგინოთ ორი წერილი ორი მასწავლებლისგან).
  • მშობლის ან მეურვის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი.

ნაბიჯი 4: განაცხადის სტატუსი

სრული განაცხადის წარდგენა, გასაუბრებისა თუ ტესტირების გავლა არ ავალდებულებს სკოლას მიიღოს ბავშვი. სკოლის მიმღები კომისია განიხილავს მიღებულ განაცხადს. წარმოდგენილი საბუთების, ჩატარებული გასაუბრების ან ტესტირების შედეგების საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის ჩარიცხვის, გამოსაცდელი ვადით ჩარიცხვის ან ჩარიცხვაზე უარის თქმის შესახებ. განყოფილების ხელმძღვანელი წერილობით აცნობებს მშობელს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. ამის შემდეგ მშობლებს ეგზავნებათ ინვოისი და ეძლევათ ერთი კვირის ვადა შემდგომი პროცედურის დასრულებისთვის:

  • ჩარიცხვის ხელშეკრულების გაფორმება.
  • ავანსისა და სწავლის საფასურის 65%-ის გადახდა მითითებულ ვადებში. ავანსის სახით გადახდილი თანხა არ ექვემდებარება ანაზღაურებას. (გადახდასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ სკოლის ფინანსურ განყოფილებას).

ხელშეკრულების გაფორმებისა და სწავლის საფასურის გადახდის შემდეგ, საფეხურის ხელმძღვანელი წერილობით დაადასტურებს მოსწავლის სკოლაში მიღების თარიღს, ასევე მშობელს და მოსწავლეს მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას პროგრამის შესახებ. მითითებულ ვადებში სწავლის საფასურის გადაუხდელობა შესაძლებელია გახდეს ბავშვის სკოლაში ჩარიცხვაზე უარის თქმის მიზეზი. დარჩენილი სასწავლო გადასახადის 35%-ის გადახდა ხდება სასწავლო წლის 15 დეკემბრამდე.