სკოლის შემდგომი აქტივობები

,ახალი სკოლის’’ მიზანია ბავშვების ყოველმხრივი განავითარების ხელშეწყობა. იმისთვის, რომ ჩვენს მოსწავლეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა აქტივობებში და შეიძინონ ახალი ინტერესები, ჩვენ მათ ვთავაზობთ სკოლის შემდგომი წრეების მრავალფეროვან არჩევანს მხიარულ და მეგობრულ გარემოში. მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ სპორტის სხვადასხვა სახეობები, ხელოვნება, დრამა და გახდნენ სხვა გასართობი თუ შემეცნებითი კლუბის წევრები. წრეები იწყება გაკვეთილების დასრულების შემდეგ. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ მოსწავლეებს, წრეების დასრულების შემდგომ არ ემსახურება სკოლის ტრანსპორტი.

დაწყებით სკოლაში მოსწავლეებს ვთავაზობთ ცურვის, ფეხბურთის, ბალეტის, ხელოვნების, ტანვარჯიშის, ჭადრაკის, ლეგო რობოტიქსის და მენტალური არითმეტიკის წრეებს.

უფროს კლასებში კი მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ სკოლის გაზეთის, დრამის, აინშტაინის (ფიზიკა და მათემატიკა), დებატების, ჭადრაკის, გაეროს (MUN), მათემატიკის კლუბები, Literary Club და Tween Book Club ინგლისურ ენაზესამაგიდო თამაშები, იოგა, კალათბურთი, ფეხბურთი და ფრენბურთი.

 

ცურვა

ახალი სკოლა გთავაზობთ ცურვის შემსწავლელ მრავალმხრივ პროგრამას, რომლის ფარგლებში მოსწავლეები მუდმივად ფასდებიან და მუშაობენ ახალი მიზნების მისაღწევად.

 

ფეხბურთი

ჩვენს მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ჩვენს ფეხბურთის პროგრამაში. ეს გაკვეთილები მიმართულია როგორც ინდივიდუალური უნარების განვითარებაზე, ასევე  გუნდურ თამაშებზე სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში.

 

ბალეტი

ბალეტი ყველა ცეკვის საწყისი წყაროა. მისი საშუალებით ისწავლება ტექნიკა, ბალანსი, კოორდინაცია, მოთმინება და სხეულის მართვა. ბალეტი შესანიშნავი აქტივობაა დამწყები მოცეკვავეებისთვის, რადგან ის მოსწავლეებს ამზადებს სხვა ნებისმიერი სტილის ცეკვისთვის. როგორც ნებისმიერი სპორტი, ბალეტის გაკვეთილებიც შესავალი ვარჯიშებით იწყება, რომლისთვისაც მოსწავლეები ძელს იყენებენ. ამის შემდეგ ისინი დარბაზის ცენტრში გადაინაცვლებენ და სხვადასხვა ტექნიკას და ილეთებს სწავლობენ.

ტანვარჯიში

მოძრაობის საშუალებით ბავშვებს უვითერდებათ როგორც სხეული, ასევე, გონება და ხდებიან მეტად თავდაჯერებულები.

ჭადრაკი

სკოლის შემდგომი ჭადრაკის გაკვეთილები მოსწავლეებს ეხმარება გაიუმჯობესონ ლოგიკური აზროვნების უნარები, ისწავლონ სტრატეგირების დასახვა და ისწავლონ მეტი ჭადრაკის შესახებ.

ლეგო რობოტიქსი

მეცადინეობები ტარდება საერთაშორისო ლეგო საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით. კურსის მიზანია ტექნოლოგიების და კონსტრუქტორების დახმარებით ბავშვებს მივცეთ ის უნარები, რომლებიც მათ მომავალ წარმატებაში დაეხმარება: პროგრამირების საფუძვლები, კონსტრუირება, ლოგიკური აზროვნება, პროექტების შექმნა, გუნდური მუშაობა და სხვა. ბავშვები შეძლებენ სენსორების და მოტორების გამოყენებით მარტივი რობოტების შექმნას და დაპროგრამებას.

მენტალური არითმეტიკა (UCMAS)

პროგრამა განკუთვნილია დაწყებითი სკოლის ბავშვებისთვის. UCMAS სწავლების სხვადასხვა მეთოდის მეშვეობით ბავშვებს შემეცნებითი უნარების განვითარებაში ეხმარება. ბავშვები ხდებიან უფრო კრეატიულები და თავდაჯერებულები, ასევე უმჯობესდება ხედვითი და სმენითი მეხსიერება, წარმოსახვის, კონცენტრაციისა და ლოგიკური აზროვნების უნარები. ჩვენი დროში გამოცდილი სასწავლო პროგრამა გამყარებულია წარმატებული შედეგებითა და საერთაშორისო გამოცდილებით.

ჩვენი ამოცანაა აღვზარდოთ ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც მუდამ მზად იქნებიან ახალი ცოდნის მისაღებად და წინააღმდეგობებით აღსავსე მსოფლიოში პოზიტიური ცვლილებების შესატანად.

სკოლაში მიღება:

+ 995 577 18 91 27

წყნეთის გზატკეცილი 35, 0162, თბილისი

ზოგადი ინფორმაცია:

ქართული განყოფილება: + 995 32 223 17 28

ინგლისური განყოფილება: + 995 32 225 70 79