ჩვენი სკოლის შესახებ
არსებობის 27 წლიანი ისტორიის მანძილზე „ახალი სკოლა“ თავის ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს პირველხარისხოვან საერთაშორისო განათლებას სთავაზობს. ,,ახალი სკოლა“ პირველი სკოლა იყო საქართველოში, სადაც განხორციელდა საერთაშორისო ბაკალავრიატის სამი პროგრამა-დაწყებითი კლასების, საბაზო სკოლის და სადიპლომო პროგრამები. ამჟამად ჩვენთან 20-ზე მეტი სხვადასხვა ეროვნების 850 მოსწავლე სწავლობს. ვაცნობიერებთ რა, რომ ახალგაზრდების წინაშე მრავალი გამოწვევაა დღევანდელ სინამდვილეში, ვცდილობთ შევაიარაღოთ ისინი კრიტიკული აზროვნებისა და კვლევის უნარებით და განვუვითაროთ პოზიტიური დამოკიდებულება სწავლისადმი ჩვენს თბილ და მეგობრულ გარემოში.