ღონისძიებები
ენის დღის აღნიშვნა
როგორც ორენოვან სკოლას, ჩვენ გვჯერა, რომ ენის სწავლება ჰოლისტიკური განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ბავშვები არა მხოლოდ სწავლობენ ენას, არამედ სწავლობენ ენის საშუალებით და ენის შესახებაც. ეს კომპონენტები უფრო მრავალფეროვანს ხდის ბავშვის აზროვნების პროცესს და ამდიდრებს მის იდენტობას. ენის დღის საშუალებით ჩვენი სკოლა აღნიშნავს კულტურულ მრავალფეროვნებას და მრავალენოვან გარემოს. ენის დღის აღსანიშნავად ,,ახალ სკოლაში” იმართება კულტურულ ღონისძიებები, რომლებიც მრავალენოვანი გარემოს მნიშვნელობას უსვამს ხაზს მუსიკის, ხელოვნების, პოეზიის, ნაციონალური სამზარეულოს, თეატრისა და ფილმის საშუალებით.
საერთაშორისო დღე
მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები ერთად მუშაობენ ,,ახალი სკოლის” მრავალფეროვნების აღსანიშნავად. საერთაშორისო დღის ფარგლებში ,,ახალ სკოლაში” სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიებები იმართება. მონაწილეებს ქვეყნების კუთხეების დათვალიერების და მათი სამზარეულოს დაგემოვნების საშუალება ეძლევათ. ისინი ეცნობიან წარმოდგენილი ქვეყნების ტრადიციებს. ნაციონალური ცეკვები და სიმღერები კიდევ უფრო სახალისოს ხდის ამ დღეს. ღონისძიება იწყება დროშების აღლუმით, რომელშიც მონაწილებას იღებს ,,ახალ სკოლაში” წარმოდგენილი ყველა ქვეყანა. ნაციონალური კერძების, ცეკვების, მუსიკის და სხვა სახლისო აქტივობების საშუალებით სკოლა აღნიშნავს მსოფლიოს მრავალფეროვნებას.
მშვიდობის დღე
დღევანდელ სამყაროში ძალიან აქტუალურია მშვიდობის მიღწევის თემა, განსაკუთრებით კი მრავალი კონფლიქტისა და ძალადობის ფონზე მსოფლიოს მასშტაბით. ,,ახალი სკოლის” მოსწავლეები რამდენიმე ღონისძიებაში იღებენ მონაწილეობას მშვიდობის დღის აღსანიშნავად, რისი მიზანიცაა გლობალური მშვიდობის მესიჯის გავრცელება. წლის განმავლობაში მშვიდობისა და სიყვარულის თემა სადამრიგებლო და ხელოვნების გაკვეთილების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ მშვიდობიანი თანაცხოვრება მხოლოდ ერთდღიან დღესასწაულს არ გულისხმობს და ყველა ჩვენგანის მიზანი უნდა იყოს უნივერსალური მშვიდობის მიღწევა.
COATS (Clothing Others Against the Snow)
ნათქვამია, რომ ქველმოქმედება სახლიდან იწყება და ჩვენ, ახალი სკოლის ოჯახი, სწორედ ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ. ყოველწლიურად, თბილისის რამდენიმე სკოლა მონაწილეობას იღებს საქველმოქმედო აქციის-COATS ორგანიზებაში. ,,ახალი სკოლა” ამაყობს იმით, რომ ჩვენი სადიპლომო პროგრამის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ ამ საერთო ღონისძიებაში. ისინი აგროვებენ თბილ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, სათამაშოებს და წიგნებს, რომლებიც შემდეგ ბავშვებს ურიგდებათ. ეს აქტივობა მოსწავლეებს ქველმოქმედების მნიშვნელობას ასწავლის და უბიძგებს მათ დააფასონ ის, რაც აქვთ.
ზამთრის ბაზრობა
ყოველწლიურად მოსწავლეთა საბჭო, სადიპლომო პროგრამის მოსწავლეების, მასწავლებელთა და მშობელთა ორგანიზაციის დახმარებით, ორგანიზებას უწევს ზამთრის ბაზრობას. ეს არის საქველმოქმედო ღონისძიება, რომელსაც ესწრება ოცდაათამდე ბავშვი ბავშვთა სახლებიდან. ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლე ჩართულია ამ ბავშვებისთვის საჩუქრების შეგროვების პროცესში. მშობელთა და მასწავლებელთა ორგანიზაციის წევრებიც ეხმარებიან მოსწავლეებს ამ ღონისძიების დაგეგმვისას. სკოლაში სტუმრად მოსული ბავშვები მრავალ სახალისო აქტივობაში იღებენ მონაწილეობას და სახლებში საახალწლო საჩუქრებით ბრუნდებიან. ეს ღონისძიება მოსწავლეებს ალტრუიზმს და თანაგრძნობას ასწავლის და აჩვევს მათ დააფასონ ის, რაც აქვთ.
მათემატიკის კვირეული
მათემატიკის კვირეულის ჩატარება ხელს უწყობს მოსწავლეებში ძიების უნარის განვითარებას. მოსწავლეები ეჩვევიან მათემატიკურ აზროვნებას, იღრმავებენ ცოდნას და სწავლობენ მათემატიკური უნარების დაფასებას თავსატეხების, პრეზენტაციების და სხვადასხვა მათემატიკური აქტივობების საშუალებით.
წიგნის კვირეული
წიგნის კვირეულის მიზანია მოსწავლეებს შევაყვაროთ კითხვა და გავაცნოთ მათ გლობალური ხელოვნების და ლიტერატურის შედევრები. მოსწავლეები განასახიერებენ ლიტერატურულ გმირებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
წიგნიერების თვეს დაწყებითი სკოლის მოსწავლეები აღნიშნავენ მრავალი გასართობი აქტივობით და ღონისძიებით. ისინი მონაწილეობას იღებენ ლიტერატურული გმირების აღლუმში, კითხვის მარათონში, წერის კონკურსებში და წიგნიერების თვისთვის შექმნილ თამაშებში. ისინი წიგნებს უკითხავენ უმცროსკლასელებს, ერთმანეთში ცვლიან ლიტერატურას და ხვდებიან სპეციალურად მოწვეულ სტუმრებს.
გამოსაშვები დღე
ყოველწლიურად ,,ახალ სკოლაში” აღინიშნება მოსწავლეების მიერ დაწყებითი და საშუალო სკოლის დასრულება. ეს ცერემონია აღნიშნავს მოსწავლეების ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყებას, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ საკუთარი მიზნები.