სპორტი
სკოლაში მუდმივად ხდება ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისება ეს გამოიხატება სასკოლო პროგრამებში – დაწყებით და უფროს კლასებში, სპორტულ პროგრამებში, როგორც სასწავლო საათებში, ისე კლასგარეშე აქტივობებში, სკოლის კაფე ,,ჯანმრთელი პლანეტის” მენიუში, სასკოლო წესებში.
სკოლაში ორი დახურული აუზია, სადაც წყლის სისუფთავისა და ტემპერატურის მუდმივი კონტროლი ხორციელდება. როგორც ცურვის, ისე სპორტის გაკვეთილები ჩასმულია ცხრილში.
სკოლის მოსწავლეები ,,აბრეშუმის გზის საერთაშორისო სპორტული ასოციაციის“ წევრები არიან და რეგულარულად, წელიწადში სამჯერ, მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო შეჯიბრებებში კალათბურთში, მძლეოსნობაში და ფრენბურთში. 2012 წელს, შემოდგომაზე, საფუძველი ჩაეყარა ,,ახალი სკოლის“ ჩემპიონატს ფეხბურთში, რომელშიც თბილისის რამდენიმე სკოლამ მიიღო მონაწილეობა.