მნიშვნელოვანი ინფორმაცია
სკოლის შესახებ
დაწყებითი სკოლა, ბაღი-მე-5 კლასი: 9:00-15:30
საბაზო-საშუალო სკოლა, 6-12 კლასები: 8:20-14:20
საშუალო სკოლა, 12 კლასი: 8:20-13:25
მოსამზადებელ ჯგუფში მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობაა 18-20, ხოლო 1-5 კლასებში-22. თითოეულ კლასს ჰყავს ძირითადი და დამხმარე მასწავლებელი.
საბაზო-საშუალო სკოლაში, 6-12 კლასები, მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობაა 23.
სწავლის საფასურში შედის საუზმე და სადილი მოსამზადებელი კლასის მოსწავლეებისთვის, სადილი პირველი და მეორე კლასებისთვის. მესამე კლასიდან მოსწავლეებს შეუძლიათ შეიძინონ საკვები სკოლის კაფეში ,,ჯანმრთელი პლანეტა” School Cards-ის გამოყენებით.
სკოლაში დაწესებულია დრეს-კოდი. მოსწავლეს მოეთხოვება დრეს-კოდის შესაბამისი ჩაცმულობა რეგულარულად.
სკოლამდელი საფეხური და დაწყებითი სკოლა (მოსამზადებელი-მეხუთე კლასი): ბავშვი გაივლის გასაუბრებას დაწყებითი სკოლის ხელმძღვანელთან და სკოლის ფსიქოლოგთან. საჭიროების შემთხვევაში დაინიშნება დამატებითი შეხვედრა ან ტესტირება.
უფროსი კლასები (6-12 კლასები): მოსწავლე გაივლის გასაუბრებას უფროსი კლასების ხელმძღვანელთან და სკოლის ფსიქოლოგთან. მოსწავლეს ჩაუტარდება ტესტირება მათემატიკაში, ქართულსა და ინგლისურ ენებში.
სკოლაში მიღებამდე აუცილებელია დეპოზიტის (250 ევროს ექვივალენტი ლარში) და სწავლის საფასურის 65%-ის გადახდა დაწესებულ ვადებში. დარჩენილი თანხის (35%) გადახდა უნდა მოხდეს იმავე სასწავლო წლის 15 დეკემბრამდე.
დეპოზიტის სახით გადახდილი თანხა არ ექვემდებარება ანაზღაურებას. გადახდასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ სკოლის ფინანსურ განყოფილებას.
,,ახალი სკოლის” ქართულ განყოფილებაში, პირველი ენა ქართულია, ხოლო მეორე ენა ინგლისური. მესამე კლასიდან მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ ფრანგული და რუსული, როგორც მესამე ენა, მეექვსე კლასიდან აღნიშნულ ენებს ემატება ესპანური ენა.
საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის შესახებ
საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაცია არის დამოუკიდებელი საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც გვთავაზობს სამ პროგრამას: დაწყებითი კლასების პროგრამას (PYP) დაწყებითი საფეხურისთვის, საშუალო წლების პროგრამას (MYP)-საბაზო სკოლისთვის და სადიპლომო პროგრამას (DP)- საშუალო სკოლისთვის.
ამ ორგანიზაციის მიზანია ინტელექტუალური ადამიანის აღზრდა, რომელსაც ექნება სათანადო პიროვნული, ემოციური და სოციალური უნარები და შეძლებს იცხოვროს, ისწავლოს და იმუშაოს თანამედროვე, გამოწვევებით სავსე სამყაროშო. საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამებს სოლიდური რეპუტაცია აქვთ, როგორც მაღალი ხარისხისა და სტანდარტის პროგრამებს. ეს პროგრამები საკმაოდ მოთხოვნადია მთელ მსოფლიოში და ეფუძნება ჰოლისტიკური და საერთაშორისო განათლების პრინციპებს (www.ibo.org).
2024 წლის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით 8,000.000 მოსწავლე სწავლობს 160 სხვადადსხვა ქვეყნის 5,800 სკოლაში.
IB პროგრამებს მსოფლიოს გარშემო აღიარებენ. ეს პროგრამები არის მობილური და იძლევა მოსწავლეებზე ადაპტირების საშულებას. IB-ის სასწავლო გეგმა და პედაგოგიური მეთოდები ყურადღებას ამახვილებს სწავლის და სწავლების საერთაშორისო პერსპექტივებზე და, იმავდროულად, აძლევს მოსწავლეებს საშუალებას გამოიკვლიონ საკუთარი კულტურა და ენა. იმისთვის, რომ სკოლებმა შეძლონ IB-ს ერთი, ან მეტი პროგრამის დანერგვა, ისინი გადიან ავტორიზაციის პროცესს, რაც გულისხმობს სკოლის რესურსების შესწავლას და სკოლის ფილოსოფიის IB-ს მისიასთან და ფილოსოფიასთან თავსებადობის შემოწმებას.
IB-ს მასწავლებლებს პროფესიული განვითარების მრავალი შესაძლებლობა აქვთ, რათა მათ მიიღონ მეტი ცოდნა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ კოლეგებს მსოფლიოს მასშტაბით. სადიპლომო პროგრამა ბევრ მოსწავლეს ეხმარება უმაღლესი განათლების შემდეგ საფეხურზე და მათთვის ხელმისაწვდომს ხდის მეტ შესაძლებლობებს. საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაცია თანამშრომლობს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან მსოფლიოს გარშემო იმისთვის, რომ მოიპოვის მეტი აღიარება IB პროგრამებისთვის.
IB პროგრამების ძირითადი კომპონენტები მოსწავლეებს, უბიძგებს კრეტიულ და სერვისზე ორიენტირებულ აქტივობებში მონაწილეობისკენ. ეს პროგრამები, ასევე, ხაზს უსვამს რეფლექსიის მნიშვნელობას პერსონალურ და აკადემიურ დონეზე. ორგანიზაცია, ასევე, აქვეყნებს პუბლიკაციებს სკოლების ინფორმირებისა და დახმარების მიზნით.
დაწყებითი საფეხურის პროგრამის შესახებ
დაწყებითი საფეხურის პროგრამა (PYP) არის სასწავლო გეგმის სტრუქტურული ჩარჩო 5-დან 12 წლამდე მოსწავლეებისთვის, რომელიც შექმნიალია საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის მიერ. პროგრამა ეფუძნება ფილოსოფიას, რომელის მიხედვითაც ბავშვს გააჩნია თანდაყოლილი ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა, კრეატიულობა და რეფლექსიის უნარი. პროგრამის მიზანია გაუფრთხილდეს და კიდევ უფრო განავითაროს ეს მახასიათებლები, რისთვისაც ვქმნით მასტიმულირებელ სასწავლო გარემოს და ბავშვებს ვუნერგავთ სწავლისა და ძიების სიყვარულს, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე დაეხმარებათ. დაწყებითი საფეხურის პროგრამა, როგორც IB-ის სხვა პროგრამები, არის ტრანსდისციპლინარული, რაც ნიშნავს, რომ მოსწავლეები დიდ და კომპლექსურ იდეებს სხვადასხვა საგნობრივ დარგებში პარარელურად იძიებენ.
დაწყებითი საფეხურის პროგრამაში მოსწავლეები სწავლობენ ძირითად კონცეფციებს საძიებო თემების მეშვეობით. სასწავლო წლის მანძილზე ბავშვები ამუშავებენ ექვს ტრანსდისციპლინარულ თემას, რომლებზეც აგებულია საძიებო თემები:
- ვინ ვართ ჩვენ
- სად ვართ დროსა და სივრცეში
- როგორ გამოვხატავთ საკუთარ თავს
- როგორ მუშაობს სამყარო
- როგორ ვახდენთ საკუთარი თავის ორგანიზებას
- როგორ ვთანაცხოვრობთ პლანეტა დედამიწაზე
სკოლა ადგენს განათლების შინაარსისა და სასწავლო გეგმის მონახაზს შემდეგ ძირითად პრინციპებზე დაყრდნობით:
- სასწავლო მასალა ორგანიზებულია ტრანსდისციპლინარული თემების მიხედვით. ყველა სკოლა დამოუკიდებლად წყვეტს, რა კონკრეტული საკითხი ასწავლოს მოსწავლეებს თითოეული თემის ფარგლებში.
- სასწავლო უნარების განვითარების მიზანია დაეხმაროს ბავშვს გახდეს დამოუკიდებელი, და მოტივირებული მოსწავლე.
- მოქმედების კომპონენტი ხაზს უსვამს მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების, მოსწავლის პოტენციალის რეალიზების მნიშვნელობას.
- საკლასო პრაქტიკის მკაცრი გაიდლაინები, რომლებიც ეფუძნება საერთაშორისო ბაკალავრიატის ფილოსოფიას და ღირებულებებს, იხვეწება და მასწავლებლებს მიეწოდებათ პროფესიული განვითარების და სკოლის შიდა რეფლექსიური პროცესების საშუალებით.
დაწყებითი საფეხურის პროგრამა მოიცავს სკოლამდელ საფეხურს (მოსამზადებელი) და 1-5 კლასებს. განაცხადი მოსწავლის ჩარიცხვის თაობაზე მიიღება მთელი სასწავლო წლის განმავლობაში. ჩვენ ვიღებთ მოსწავლეებს, რომელთა აკადემიური, პიროვნული, სოციალური და ემოციური მოთხოვნების დაკმაყოფილება სკოლის პროგრამებსა და შესაბამის სამსახურებს შეუძლიათ. მოსწავლეები ჩაირიცხებიან შესაბამის კლასში მათი ასაკის გათვალისწინებით. მაგალითად, ბავშვები, რომლებიც იწყებენ სწავლას სკოლამდელ საფეხურზე, მოსამზადებელ ჯგუფში, უნდა იყვნენ 5 წლის მიმდინარე სასწავლო წლის 1 სექტემბერს.
- მოსამზადებელი (5-6 წელი)
- 1 კლასი (6-7 წელი)
- 2 კლასი (7-8 წელი)
- 3 კლასი (8-9 წელი)
- 4 კლასი (9-10 წელი)
- 5 კლასი (10-11 წელი)
დიახ
დიახ
საბაზო საფეხურის პროგრამის შესახებ
ჩვენს სკოლაში საბაზო საფეხურის პროგრამა (MYP) გულისხმობს მოსწავლეების მიღებას 11-დან 16 წლამდე. ,,ახალი სკოლის’’ მიზანია განავითაროს მოსწავლეებში სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება, რომელიც მათ მთელი სიცოცხლის მანძილზე გაჰყვება.
საბაზო საფეხურის პროგრამა ხელს უწყობს მოსწავლეებს იყვნენ კრეატიული, კრიტიკული და რეფლექსიური მოაზროვნეები. პროგრამა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აკადემიურ გამოწვევებს და მოსწავლეებს ეხმარება იმაში, რომ მათ შეძლონ მიღებული ცოდნის გამოყენება. საბაზო საფეხურის პროგრამა მოსწავლეებს უვითარებს კომუნიკაციის უნარს, ასწავლის მათ ინტერკულტურული ურთიერთობებს და გლობალურ საკითხებში ჩართულობის მნიშვნელობას, რაც XXI საუკუნეში უმნიშვნელოვანესია.
ჩვენი მიზანია გაკვეთილების კონსტრუქციული პროცესის, კვლევა-ძიების, პრეზენტაციების და გასვლითი სამუშაოების საშუალებით ჩამოვაყალიბოთ კრეატიული, დამოუკიდებელი და კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნებები. მოსწავლეები ჩართულები არიან საკუთარი სწავლის პროცესში, როგორც მასწავლებლის პარტნიორები. მასწავლებელთა და მოსწავლეთა შეფასებები გვაძლევს საშუალებას გავიგოთ, თუ რას ფიქრობენ ისინი აზროვნების პროცესსა და საკუთარი მუშაობის შედეგებზე. IB-ის საბაზო საფეხურის პროგრამა რვა საგნობრივი ჯგუფისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ინტერაქტიული ზონების მეშვეობით. მოსწავლეები სწავლობენ მინიმუმ ორ ენას, ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, მათემატიკას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, ხელოვნებას, სპორტსა და ტექნოლოგიას. საბაზო საფეხურის დამამთავრებელ წელს (მე-10 კლასი) მოსწავლეები ამზადებენ პერსონალურ პროექტს, რომელიც კარგად წარმოაჩენს მათ უნარ-ჩვევებსა და მიღებულ ცოდნას.
პროგრამის ხუთი წლის მანძილზე მოსწავლეები ჩართული არიან საზოგადოებრივ აქტივობებში სკოლაში და მის გარეთ. ამ აქტივობებით ისინი იძენენ გამოცდილებას სხვადასხვა სფეროებში, სწავლობენ სხვებზე ზრუნვას და გარშემომყოფების პატივისცემას. მოსწავლეები, რომლებიც ყველა საგანში აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, წარმატებით აქვთ შესრულებული პერსონალური პროექტი და ჩართულები არიან საზოგადოებრივ აქტივობებში, პროგრამის მე-5 წლის (მე-10კლასი) ბოლოს იღებენ საბაზო საფეხურის პროგრამის დასრულების სერტიფიკატს.
საბაზო საფეხურის პროგრამა შესანიშნავია სადიპლომო პროგრამისთვის მოსამზადებლად. ამ ორი საფეხურის პროგრამას მრავალი კონცეფცია, პროგრამის ელემენტი და ფილოსოფია აერთიანებს. საბაზო საფეხურის პროგრამა ყველაზე მეტად სადიპლომო პროგრამას ემთხვევა, რაც ხელს უწყობს მოსწავლეების მარტივ გადასვლას ერთი პროგრამიდან მეორეში. საბაზო პროგრამის ფარგლებში ათვისებული სწავლის მიდგომები იდეალური წინაპირობაა ისეთი რთული სასწავლო პროგრამის დასაძლევად, რომელიც მოსწავლეებს უმაღლესი განათლებისთვის ამზადებს. მოსწავლეები იცვლიან საგანმანათლებლო სისტემებს და სტრუქტურებს, თუმცა საბაზო საფეხურიდან სადიპლომო პროგრამაში გადასვლისას არ იცვლება განათლების მიზნები, აკადემიური მიმართულებები და სწავლების მიდგომები.
მარტივად არის შესაძლებელი მოსწავლის გადაყვანა საბაზო საფეხურის პროგრამის აკრედიტაციის მქონე ერთი სკოლიდან მეორეში? საბაზო საფეხურის პროგრამის გარკვეული ასპექტები, როგორებიცაა გლობალური კონტექსტი, სწავლის მიდგომები, შეფასების კრიტერიუმები და ძირითადი კონცეფციები, ერთნაირია ყველა სკოლაში მსოფლიოს გარშემო. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია განსხვავებული იყოს საგნობრივი სასწავლო მასალა, რადგან ამას არ ადგენს საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაცია.
პროგრამის ბოლო წელს საბაზო საფეხურის პროგრამის ნებაყოფლობითი ელექტრონული შეფასების სისტემა სკოლებს სთავაზობს დაბალანსებულ და მოსწავლეების ასაკზე მორგებულ ცოდნის შესამოწმებელ სტრატეგიას. მოსწავლეები ცოდნასა და უნარს ამჟღავნებენ როგორც გაკვეთილის პროცესში, ასევე ელექტრონული საბოლოო გამოცდების და პერსონალური პროექტის საშუალებით. მოსწავლეები, რომლებიც აბარებენ გარე გამოცდებს იღებენ IB-ის საგნების შედეგების ანგარიშს და საბაზო საფეხურის სერტიფიკატს. ამჟამად ახალ სკოლაშ არ ფუნქციონირებს ელექტრონული შეფასების სისტემა. ამის ნაცვლად მასწავლებლები თვითონ ადგენენ შემაჯამებელ შეფასებას საერთაშორისო ბაკალავრიატის მიერ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით.
სადიპლომო პროგრამის შესახებ
საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამა ორწლიანი სასწავლო კურსია რთული აკადემური პროგრამით. ის შექმნილია, როგორც უნივერსიტეტისთვის მოსამზადებელი პროგრამა 16-დან 19 წლამდე მოსწავლეებისთვის. სადიპლომო პროგრამის მიზანია მოსწავლეებს მიაწოდოს დაბალანსებული განათლება, გეოგრაფიული და კულტურული მობილობის ცოდნა და განუვითაროს მათ საერთაშორისო აზროვნება. პროგრამა შეიქმნა მასწავლებლების მიერ ჟენევის სართაშორისო სკოლაში, სხვა რამდენიმე საერთაშორისო სკოლის დახმარებით.
სადიპლომო პროგრამის დახმარებით სკოლები ზრდიან მოსწავლეებს, რომლებიც:
- ფლობენ მრავალმხრივ და, ამასთანავე, ღრმა ცოდნას
- განვითარებული არიან როგორც ინტელექტუალურად, ასევე, ფიზიკურად, ემოციურად და ეთიკურად
- სწავლობენ მინიმუმ ორ ენას
- წარმატებულები არიან ტრადიციულ სასკოლო საგნებში
პროგრამაში საგნების დიდი არჩევანია, რაც მორგებულია მოსწავლეების ინტერესებსა და საჭიროებებზე. საგნებთან ერთად სადიპლომო პრგრამა მოიცავს სამ დამატებით კომპონენტს: კრეატიულობა, მოქმედება და სერვისი (CAS), ესე (EE) და ცოდნის თეორიის (TOK) კურსი. ამ კომპონენტების კომბინაციით მოსწავლეები იღებენ გამოცდილებას და უნარებს, რომლებიც არცერთ სხვა პროგრამაში არ მოიძებნება.
ცოდნის თეორია (TOK) მოსწავლეებს უსახავს გამოწვევას, რომ კრიტიკულად იფიქრონ ცოდნის სხვადასხვა გზებსა თუ სფეროებზე და განიხილონ ცოდნის როლი გლობალურ საზოგადოებაში. ეს კურსი წელიწადნახევარი გრძელდება. კურსის საბოლოო პროდუქტებია არჩეულ თემაზე დაწერილი 1,200-დან 1,600 სიტყვამდე მოცულობის ესე და კლასში ჩასატარებელი 10 წუთიანი პრეზენტაცია. ესე (EE) წარმოადგენს დამოუკიდებელ კვლევას ნებისმიერ თემაზე, რომლის შედეგია 3,500-4,000 სიტყვიანი სიღრმისეული ანგარიში. მოსწავლეებს ამ პროცესში ეხმარებათ კოორდინატორი და ესეს ზედამხედველი. კრეატიულობის, მოქმედებისა და სერვისის (CAS) პროგრამა სადიპლომო საფეხურის ერთ-ერთი სავალდებულო კომპონენტია. CAS-ში სერვისი გულისხმობს საგანმანათლებლო ღირებულების მატარებელ სამოხალისეო აქტივობებს. ამ პროცესში მოსწავლეები შეძენილ ცოდნასა და უნარებს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობაში იყენებენ. CAS-ის საშუალებით მოსწავლეებს უვითარდებათ პროექტების მენეჯმენტის უნარი, რომელიც მომავალ კარიერებშიც გამოადგებათ.
სადიპლომო პროგრამის ამ კომპონენტების მიზანია:
- განუვითაროს მოსწავლეებს საზოგადოებრივი საქმიანობისთის საჭირო ეთიკა
- გახადოს მოსწავლეები მზრუნველები, გონებაგახსნილები და რეფლექსიურები
- შესძინოს მოსწავლეებს მეტი თავდაჯერებულობა
სადიპლომო პროგრამის ყველა მოსწავლისთვის სავალდებულოა ცოდნის თეორიის (TOK) ორწლიანი კურსის გავლა, ესეს (EE) და კრეატიულობის, მოქმედების და სერვისის (CAS) პროგრამის შესრულება. მოსწავლეები ასევე ირჩევენ საგნებს საგნობრივი ჯგუფებიდან. ,,ახალი სკოლა” გთავაზობთ შემდეგ საგნებს:
- ჯგუფი 1: მშობლიური ენა (ინგლისური, ქართული, რუსული)
- ჯგუფი 2: მეორე ენა (ინგლისური, ფრანგული, რუსული, ესპანური, გერმანული, იტალიური)
- ჯგუფი 3: ინდივიდები და საზოგადოება (გლობალური პოლიტიკა, ისტორია, ეკონომიკა)
- ჯგუფი 4: ექსპერიმენტული მეცნიერებები (ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა)
- ჯგუფი 5: მათემატიკა
- ჯგუფი 6: ხელოვნება (სახვითი ხელოვნება), ფილმი
საგნების მაღალი დონის პროგრამა უფრო მრავლისმომცველი და სიღრმისეულია. ამ საგნებზე პროგრამის მანძილზე სასწავლო დროის სავალდებულო ხანგრლივობა 240 საათია, ხოლო სტანდარტული დონის საგნებზე- 150 საათი.
საგნების არჩევა უნდა მოხდეს შემდეგი კომპონენტების გათვალისწინებით:
- მოსწავლის შესაძლებლობები
- მომავალი კარიერა
- სასურველი ქვეყნის და უნივერსიტეტის აკადემიური მოთხოვნები
სადიპლომო პროგრამის შეფასების პროცედურების მიზანია განსაზღვროს, თუ რამდენად გამოუმუშავდათ მოსწავლეებმა ისეთი კომპლქსური უნარები, როგორებიცაა:
- ინფორმაციის ანალიზი და პრეზენტაცია
- არგუმენტების შედგენა
- პრობლემების გადაჭრა კრეატიული გზებით
ასევე, ფასდება ძირითადი უნარები, როგორებიცაა:
- ცოდნის შეძენა
- ძირითადი კონცეფციების გაგება
- სტანდარტული მეთოდების გამოყენება
აკადემიურ უნარ-ჩვევებთან ერთად სადიპლომო პროგრამის შეფასების სისტემა მოსწავლეებს უბიძგებს ისეთი უნარების გამოვლენისკენ, როგორებიცაა საერთაშორისო ხედვა და ინტერკულტურული უნარები. მოსწავლეების წარმატება განისაზღვრება არა რანგირების სისტემით, სხვა მოსწავლეებთან შედარებით, არამედ წინასწარ განსაზღვრული სტანდარტებიდან გამომდინარე. სადიპლომო პროგრამაში ორი ტიპის შეფასებებია: გარე და შიდა. შეფასების მრავალფეროვანი სისტემის არსებობა საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციას აძლევს საშუალებას ობიექტურად შეაფასოს მოსწავლის რეალური შესაძლებლობები.
გარე შეფასება: საგნების უმრავლესობაში შეფასება გამოცდის სახით ხდება, რადგან ეს მეთოდი ობიექტური და სანდოა. გამოცდები მოიცავს შემდეგ ელემენტებს:
- ესეები
- სტრუქტურული პრობლემები
- კითხვები მოკლე პასუხებით
- კითხვები მონაცემებზე დაყრდნობით
- კითხვები ტექსტზე დაყრდნობით
- კითხვები კონკრეტული შემთხვევის შესწავლაზე დაყრდნობით
- დახურული ტიპის კითხვები- თუმცა, იშვიათად გამოიყენება
შიდა შეფასება: საგნების უმრავლესობა, ასევე, იყენებს მასწავლებლის შეფასებას. ეს მოიცავს შემდეგ ელემენტებს:
- ზეპირი სამუშაოები ენებში
- გასვლითი სამუშაოები გეოგრაფიაში
- ლაბორატორიული სამუშაოები ბუნებისმეტყველების საგნებში
- კვლევა მათემატიკაში
- წარმოდგენები ხელოვნების საგნებში
IB-ს ყველა პროგრამის ფარგლებში შეფასების სისტემაში გამოიყენება კონკრეტული კრიტერიუმები, რაც საშუალებას იძლევა ნებისმიერი მოსწავლის მუშაობის შედეგი შეფასდეს წარმატების წინასწარ განსაზღვრული სტანდარტებით. გამოცდებს, რომლებიც შეიცავს ზეპირ და წერილობით კომპონენტებს, აფასებენ გამომცდელები მთელი მსოფლიოს გარშემო. ამ პროცესის მონიტორინგს აწარმოებენ უფროსი გამომცდელები, რომლებსაც ამ საქმეში დიდი გამოცდილება აქვთ.
სასწავლო გეგმის განხილვა გამჭირვალე პროცესია და მისი სრული დოკუმენტაციის გადახედვა შვიდწლიანი ციკლით ხდება, თუმცა ეს პერიოდი მკაცრად არ არის განსაზღვრული და განხილვა ხდება იმ შემთხვევაშიც, თუ გეგმა მოითხოვს გადახედვას სასწავლო მასალაში შესატანი მნიშვნელოვანი ცვლილების (მაგალითად, კომპიუტერულ მეცნიერებაში) გამო. სასწავლო გეგმის გადახედვის ციკლი მოიცავს შემდეგ ასპექტებს:
- კვლევა მსოფლიოს მასშტაბით პერსონალის მიერ
- კონსულტაციები სხვა IB სკოლებთან სასწავლო გეგმის დიზაინთან დაკავშრებით
- დოკუმენტების პრეზენტაცია სადიპლომო პროგრამის კომიტეტთან და სხვა IB სკოლებთან
- მიღებული რჩევების ანალიზი, მასწავლებლების ტრენინგი და ახალი სასწავლო გეგმის დანერგვა
ყოველი საგამოცდო სესიის შემდეგ საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაცია აქვეყნებს თითოეული საგნის ანგარიშს და რეკომენდაციებს სკოლების შიდა შეფასებებთან დაკავშირებით, რაც სკოლებს ეხმარება პროგრამის კიდევ უფრო დახვეწაში.
სადიპლომო პროგრამის გამოცდები მოსწავლეებს უტარდებათ პროგრამის მეორე წელს (DP2). ,,ახალი სკოლა’’ მოსწავლეებს, ძირითადად, მაისის საგამოცდო სესიაზე არეგისტრირებს, თუმცა იმ მოსწავლეებს, რომლებსაც გამოცდაზე ხელმეორედ უწევთ გასვლა, შეუძლიათ ნოემბრის სესიაზე დარეგისტრირდნენ.
სადიპლომო პროგრამა რთული და მკაცრი ორწლიანი პროგრამაა. თითოეული მოსწავლისთვის განსხვავდება პროგრამის სირთულე და, შესაბამისად, სტრესის დონეც. სტრესის შემცირება შესაძლებელია ორგანიზაციულ უნარებზე მუშაობით. პროგრამა რთულია იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც არ შესწევთ დროის განაწილების უნარი. ყველა მოსწავლეს მოვუწოდებთ, სწორად გაანაწილოს დრო და დროულად შეასრულოს დავლებები, თუ შიდა შეფასებები. პროგრამის კოორდინატორი, მასწავლებლები და მრჩეველები აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ ეფექტურად გადაანაწილონ სასწავლო წლის მანძილზე შესასრულებელი დავალებები და გამოცდები, რისი მიზანიც არის მოსწავლეების სტრესის მინიმუმამდე დაყვანა.
სადიპლომო პროგრამის წარმატებული მოსწავლე უნდა ფლობდეს შემდეგ მახასიათებლებს:
- ენთუზიაზმი სწავლის მიმართ
- მოტივაცია
- დისციპლინა
- მიზანზე ორიენტაცია
- წერილობით და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
- ორგანიზებისა და სწავლის უნარი
- დროის ეფექტური განაწილების უნარი
- ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობა და კრეატიულობა
- დამოუკიდებლად და კრიტიკულად აზროვნების უნარი
- მაღალი აკადემური მოსწრება
- მათემატიკის ცოდნა
- სასკოლის და საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართულობა
მიუხედავად იმისა, რომ დაწყებითი საფეხურის, საბაზო საფეხურის და სადიპლომო პროგრამები ერთმანეთთან არის დაკავშირებული და კონტინუმს წარმოადგენენ, მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, რომელიმე ერთი პროგრამა სხვებისგან დამოუკიდებლადაც ისწავლოს. მოსწავლეს შეუძლია შეუერთდეს სადიპლომო პროგრამას, თუ მას აქვს 10 კლასის განათლება სხვა სკოლიდან, რომელიც იზიარებს საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამის ღირებულებებს. მნიშვნელოვანია მოსწავლეს ჰქონდეს დამაკმაყოფილებელი აკადემიური მონაცემები და მისი შეფასებები არ იყოს სადიპლომო პროგრამის შვიდქულიან სისტემაში 3 ქულაზე დაბალი. მოსწავლეს, ასევე, სჭირდება რეკომენდაციები ორი საგნის მასწავლებლისა და კლასის დამრიგებლისგან.
საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის მაღალი სტანდარტების და რთული აკადემიური პროგრამის დამსახურებით უნივერსიტეტები მთელი მსოფიოლს გარშემო აღიარებენ ამ პროგრამის უპირატესობას. არაერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს შემუშავებული მიღების პოლიტიკა და გაიდლაინები სპეციალურად IB-ს მოსწავლეებისთვის. მიღების კრიტერიუმები განსხვავებულია სხვადასხვა საგანმანალებლო სისტემებში. მეტი ინფორმაცია უნივერსიტეტების მიერ ამ პროგრამის აღიარებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე. სადიპლომო პროგრამის წარმატებულ მოსწავლეებს კანადურმა და ამერიკულმა უნივერსიტეტებმა შესაძლებელია, სწავლის პირველ წელს შესთავაზონ კრედიტები პროგრამის ფარგლებში გავლილი საგნებისთვის. ამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გაესაუბროთ ახალი სკოლის უნივერსიტეტების მრჩეველს, ქ-ნ ნინო სიხარულიძეს. 2017 წლის მაისიდან საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამა აღიარებულია საქართველოშიც.
კრიტერიუმები განსხვავედება თითოეულ უნივერსიტეტში და ქვეყანაში. ზოგადად, უნივერსიტეტებმა შეიძლება კრედიტი მიანიჭონ სტუდენტებს, რომლებიც უმაღლესი დონის საგნებში მიიღებენ მაღალ საბოლოო შეფასებას. კარგი შეფასებების საერთაშორისო დიპლომისთვის უნივერსიტეტმა მაქსიმუმ ერთი სასწავლო წლის კრედიტები შეიძლება გასცეს. იმის გამო, რომ უნივერსიტეტების და ქვეყნების მოთხოვნები მუდამ იცვლება, ,,ახალი სკოლა’’ ვერ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ თქვენი არჩეული უნივერსიტეტი აღიარებს IB დიპლომს, ან სერტიფიკატს. პროგრამის დაწყებამდე უნივერსიტეტების და ქვეყნების მოთხოვნების შემოწმება მოსწავლეების და მათი მშობლების პასუხისმგებლობაა. საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია დიპლომის აღიარების შესახებ ქვეყნების მიხედვით. რეკომენდირებულია ინფორმაციის გადასამოწმებლად მშობლები დაუკავშირდნენ პირდაპირ უნივერსიტეტებს. იხილეთ საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის ვებგვერდი.
უნივერსიტეტის მრჩეველის მიზანია მიაწოდოს თითოეულ მოსწავლეს მისთვის რელევანტური ინფორმაცია და მონაცემები სასურველ უნივერსიტეტებზე მსოფლიოს გარშემო, მათში ჩარიცხვის პროცედურებზე და შემდგომ სწავლაზე. ასევე, მრჩეველის კომპეტენციაში შედის იმ საბუთების მომზადება, რომლებიც უნივერსიტეტს სკოლიდან შეიძლება დასჭირდეს, როგორიცაა სარეკომენდაციო წერილები და შეფასების ფურცლები, რაც მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის მიერ მოსწავლის კანდიდატურის განხილვისას, რადგან ეს საბუთები აჩვენებს მოსწავლის უნარებს, მიღწევებს და პოტენციალს.
საერთაშორისო ბაკალავრიატის განათლებას ბევრი დადებითი მხარე აქვს, განსაკუთრებით კი უმაღლეს განათლებასთან მიმართებაში. მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები აღიარებენ IB-ს განათლებას, რაც გამოიხატება IB-ს მოსწავლეებისთვის სპეციალურ დაშვებებში, როგორიცაა პრიორიტეტის მინიჭება მიღების პროცესში, კრედიტების და გრანტების გაცემა. სხვადასხვა სფეროებში კვლევებმა დაადგინა, რომ:
- სადიპლომო პროგრამის სასწავლო გეგმა ბევრ ასპექტში სხვა პროგრამებზე უპირატესია.
- სადიპლომო პროგრამის მოსწავლეები უნივერსიტეტში უფრო წარმატებულები არიან და ხშირად ბაკალავრის ხარისხს თანატოლებზე ადრეც იღებენ.
- სადიპლომო პროგრამის მოსწავლეებს მეტი წვლილი შეაქვთ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ისეთ აქტივობებში მონაწილეობით, როგორიცაა საზოგადოებრივი საქმიანობა, კვლევები, გაცვლითი პროგრამები, სტაჟირებები და სხვადასხვა სტუდენტური ჯგუფები.
საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაცია მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ ჩვენი შეფასების სისტემა ვალიდური და სანდო იყოს. შეფასების ამ სისტემით ეფექტურად განისაზღვრება,რამდენად წარმატებული იქნება მოსწავლე უნივერსიტეტში.
სადიპლომო პროგრამის მოსწავლეები გამოირჩევიან შემდეგი უნარებით:
- ინტერესი და გამოცდილება კვლევების წარმართვაში;
- დროის მენეჯმენტის და ორგანიზაციის უნარები;
- კრიტიკური აზროვნება, ძიებისა და პრობლემის გადაჭრის უნარები;
- კარგად განვითარებული ენობრივი და წერის უნარები;
- საერთაშორისოდ აზროვნების უნარი და პასუხისმგებლობის გრძნობა საზოგადოების მიმართ.
აქედან გამომდინარე, სადიპლომო პროგრამის მოსწავლეები თანატოლებზე უკეთესად არიან აღჭურვილი სკოლის შემდგომი ცხოვრებისთის, რადგან გამომუშავებული აქვთ დროის მენეჯმენტი და სამუშაოს ეფექტურად გადანაწილების უნარი.