სკოლაში მიღების პროცედურა
განაცხადი მოსწავლის ,,ახალი სკოლაში” ჩარიცხვის თაობაზე მიიღება მთელი სასწავლო წლის განმავლობაში. გირჩევთ, რომ ეს პროცესი დაიწყოთ სკოლაში ვიზიტით. ჩვენ სიამოვნებით გიმასპინძლებთ, დაგათვალიერებინებთ სკოლას და ვუპასუხებთ თქვენს კითხვებს.
+995 577 189 127
info@newschoolgeorgia.com
სკოლაში პირველ კლასში ბავშვები ჩაირიცხებიან კანონმდებლობით დადგენილი ასაკის მიღწევისას.
ნაბიჯი 1: სააპლიკაციო ფორმა:
გთხოვთ შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.
ნაბიჯი 2: მოსწავლესთან გასაუბრება და ტესტირება
სკოლამდელი საფეხური და დაწყებითი სკოლა (მოსამზადებელი-მეხუთე კლასები):
ბავშვი გაივლის გასაუბრებას დაწყებითი სკოლის ხელმძღვანელთან და სკოლის ფსიქოლოგთან. საჭიროების შემთხვევაში დაინიშნება დამატებითი შეხვედრა ან ტესტირება.
უფროსი კლასები (6-12 კლასები):
ბავშვი გაივლის გასაუბრებას უფროსი კლასების ხელმძღვანელთან და სკოლის ფსიქოლოგთან და ჩატარდება ტესტირება მათემატიკაში, ქართულსა და ინგლისურ ენებში.
ნაბიჯი 3: სრული განაცხადის წარდგენა
პირველადი სააპლიკაციო ფორმის შევსების, გასაუბრების და ტესტირების ჩატარების შემდეგ, აუცილებელია შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
- ზოგადი შეთანხმების ფორმა, შევსებული და ხელმოწერილი მშობლის მიერ.
- 2 ფოტოსურათი (3X4).
- დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
- მოსწავლის ჯანმრთელობის ისტორია, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (აცრების მითითებით).
- მოსწავლის პირადი საქმე / წინა კლასის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ორი სარეკომენდაციო წერილი მასწავლებლისგან და სკოლის ფსიქოლოგისგან (თუ სკოლას არ ჰყავს ფსიქოლოგი, შეგიძლიათ წარმოადგინოთ ორი წერილი ორი მასწავლებლისგან).
- მშობლის ან მეურვის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი.
- დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.
ნაბიჯი 4: განაცხადის სტატუსი
სრული განაცხადის წარდგენის, გასაუბრებისა და ტესტირების გავლის შემდეგ მშობლებს ეგზავნებათ ინვოისი და ეძლევათ ერთი კვირის ვადა შემდგომი პროცედურის დასრულებისთვის:
ჩარიცხვის ხელშეკრულების გაფორმება.
ავანსისა და სწავლის საფასურის 65%-ის გადახდა უნდა მოხდეს მითითებულ ვადებში. ავანსის სახით გადახდილი თანხა არ ექვემდებარება ანაზღაურებას. (გადახდასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ სკოლის ფინანსურ განყოფილებას: finance@newschoolgeorgia.com).
ხელშეკრულების გაფორმებისა და სწავლის საფასურის გადახდის შემდეგ, საფეხურის ხელმძღვანელი წერილობით აცნობებს მშობლებს მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის თარიღის შესახებ. ასევე მიაწვდის სასწავლო პროგრამასთან, დღის განრიგთან და ა.შ დაკავშირებულ ინფორმაციას.
სწავლის საფასურის 35%-ის გადახდა ხდება სასწავლო წლის 15 დეკემბრამდე.
მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას სკოლაში ჩარიცხვაზე, თუ შემოსულ განცხადებათა რაოდენობა აჭარბებს სკოლაში მისაღებ მოსწავლეთა ადგილების ოდენობას.