ჩვენი სკოლის შესახებ

2024-2025 სასწავლო წელს ,,ახალი სკოლა” აღნიშნავს ვერცხლის იუბილეს. არსებობის 25 წლიანი ისტორიის მანძილზე „ახალი სკოლა“ თავის ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს პირველხარისხოვან საერთაშორისო განათლებას სთავაზობს. ,,ახალი სკოლა“ პირველი სკოლა იყო საქართველოში, სადაც განხორციელდა საერთაშორისო ბაკალავრიატის სამი პროგრამა-დაწყებითი კლასების, საბაზო სკოლის და სადიპლომო პროგრამები. ამჟამად ჩვენთან 40 სხვადასხვა ეროვნების 850 მოსწავლე სწავლობს. ვაცნობიერებთ რა, რომ ახალგაზრდების წინაშე მრავალი გამოწვევაა დღევანდელ სინამდვილეში, ვცდილობთ შევაიარაღოთ ისინი კრიტიკული აზროვნებისა და კვლევის უნარებით და განვუვითაროთ პოზიტიური დამოკიდებულება სწავლისადმი ჩვენს თბილ და მეგობრულ გარემოში.

ჩვენი ამოცანაა აღვზარდოთ ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც მუდამ მზად იქნებიან ახალი ცოდნის მისაღებად და წინააღმდეგობებით აღსავსე მსოფლიოში პოზიტიური ცვლილებების შესატანად.

სკოლაში მიღება:

+ 995 577 18 91 27

წყნეთის გზატკეცილი 35, 0162, თბილისი

ზოგადი ინფორმაცია:

ქართული განყოფილება: + 995 32 223 17 28

ინგლისური განყოფილება: + 995 32 225 70 79