აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სასტიპენდიო პროგრამა
აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა აცხადებს 2025-2027 სასწავლო წლების სასტიპენდიო პროგრამას
ევროპულ სწავლებაზე ორიენტირებული საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) დიპლომი ,,ახალ სკოლაში”
,,ახალი სკოლაში“ ევროკავშირისა და საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) მხარდაჭერით ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სასტიპენდიო პროგრამა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამა, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის მოსწავლეებისთვის საშუალო განათლების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.
პროგრამაში მონაწილეობა მიიღება შეუძლიათ მოსწავლეებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, კერძოდ, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან.
ტესტირების შედეგების მიხედვით შეირჩევა ოცამდე საუკეთესო მოსწავლე, რომელიც მიიღებს სრულ სტიპენდიას ევროპულ სწავლებაზე ორიენტირებული საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სადიპლომო პროგრამაში მონაწილეობისთვის.
2018 წელს წარმატებით დაწყებული პროგრამა მეექვსე წელია, რაც საქართველოში ხორციელდება. მოსწავლეები, რომლებიც ამჟამად სწავლობენ ახალ სკოლაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამის ფარგლებში დაასრულებენ სწავლას 2025 წლის ივნისში.


