საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამა (DP) წარმოადგენს აკადემიური გამოწვევებით სავსე, დაბალანსებულ საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის საბოლოო გამოცდები 16-დან 19 წლამდე მოსწავლეებს ამზადებს წარმატებული უმაღლესი განათლებისა და შემდგომი ცხოვრებისთვის. პროგრამა ორწლიანია და აღიარებულია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მიერ. სადიპლომო პროგრამის მიზანია მოსწავლეებს უბიძგოს კითხვების დასმისკენ, ასწავლოს, თუ როგორ ისწავლონ, ჩამოუყალიბოს საკუთარი იდენტობის შეგრძნება და კულტურა, განუვითაროს კომუნიკაციის უნარი, რის შედეგადაც ისინი შეძლებენ უკეთ გაუგონ ადამიანებს სხვა ქვეყნებიდან და კულტურებიდან.
სადიპლომო პროგრამის მოსწავლეები ,,ახალ სკოლაში’’ სწავლობენ თითო საგანს შემდეგი ექვსი საგნობრივი ჯგუფიდან:
- ჯგუფი 1: მშობლიური ენა (ინგლისური, ქართული, რუსული)
- ჯგუფი 2: მეორე ენა (ინგლისური, რუსული, ესპანური, იტალიური, გერმანული)
- ჯგუფი 3: ინდივიდები და საზოგადოება (გლობალური პოლიტიკა, ისტორია, ეკონომიკა)
- ჯგუფი 4:ექსპერიმენტული მეცნიერებები (ქიმია,ბიოლოგია,ფიზიკა)
- ჯგუფი 5: მათემატიკა
- ჯგუფი 6: ხელოვნება (სახვითი ხელოვნება)
თითოეული საგანი ფასდება ორი ტიპის შეფასებით- შიდა შეფასება და გარე შეფასება, რომელიც იგზავნება შემფასებლებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
პროგრამა, ასევე, მოიცავს ძირითადი სასწავლო გეგმის მოდელის სამ დამატებით კომპონენტს. ეს კომპონენტები ძიებაზეა დაფუძნებული და საჭიროებს მოსწავლეების კვლევებში, წერით აქტივობებში, პრეზენტაციებში, კომუნიკაციებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას:
ეს სამი კომპონენტი ექვს საგნის ჯგუფთან ერთად ქმნის დაბალანსებულ და აკადემიური გამოწვევებით დატვირთულ საგანმანათლებლო სისტემას.