,ახალი სკოლა” ერთ-ერთია საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის მიერ აკრედიტებულ მსოფლიო სკოლებს შორის. დაწყებითი კლასების პროგრამა (PYP) განკუთნილია 3-11 წლამდე მოსწავლეთათვის. პროგრამის მიზანია ბავშვის ყოველმხრივი განვითარება, როგორც სკოლაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. პროგრამის ფილოსოფიის ცენტრში მოქცეულია სტრუქტურირებული მიზანმიმართული კვლევა, როგორც წამყვანი საშუალება ცოდნის მიღებისათვის.
ექვსი ტრანსდისციპლინარული თემა
საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის დაწყებითი კლასების პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვან და განსაკუთრებულ თავისებურებას წარმოადგენს გლობალური მნიშვნელობის ექვსი ტრანსდისციპლინარული თემა, რომლებიც წარმოქმნიან ჩარჩოს ძიებისა და სწავლისათვის:
- ვინ ვართ ჩვენ
- სად ვართ დროსა და სივრცეში
- როგორ გამოვხატავთ საკუთარ თავს
- როგორ მუშაობს სამყარო
- როგორ ვახდენთ საკუთარი თავის ორგანიზებას
- როგორ ვთანაცხოვრობთ პლანეტაზე
პროგრამის ილუსტრირება შესაძლებელია სქემის სახით, რომელიც გამოხატავს ექვსი ტრანსდისციპლინარული თემის კავშირს საგნობრივ დისციპლინებთან:
- ენები
- საზოგადოებრივი მეცნიერებები
- მათემატიკა
- ხელონება
- ბუნებისმეტყველება
- პიროვნული, სოციალური და ფიზიკური განათლება
ძირითადი ელემენტი
შემდეგი ძირითადი ელემენტის მთლიანობა: კონცეფციები, ცოდნა, უნარები, მოქმედება აძლევს მოსწავლეებს შესაძლებლობებს
- შეიძინონ რელევანტური და გლობალური მნიშვნელობის ცოდნა
- განივითარონ კონცეფციების გაგება, რაც საშუალებას აძლევს მათ დაამყარონ შესაბამისი კავშირები სწავლის პროცესში
- შეიძინონ ტრანსდისციპლინარული და დისციპლინარული უნარები
- განივითარონ ის დამოკიდებულებები, რომლებიც სჭირდებათ საერთაშორისო აზროვნების ჩამოსაყალიბებლად
- განახორციელონ მოქმედება, როგორც საკუთარი სწავლის შედეგი
კონცეფციები – რა გვინდა რომ გაიგონ ჩვენმა მოსწავლეებმა
შვიდი ფუნდამენტალური კონცეფცია, გამოხატული ძირითადი საკითხების სახით სტიმულს აძლევს საძიებო პროცესს:
- ფორმა-როგორ მუშაობს?
- ფუნქცია-როგორია?
- მიზეზი-რატომ არის ასეთი?
- ცვლილება-როგორ იცვლება?
- კავშირი-როგორ უკავშირდება სხვა საგნებს?
- თვალსაზრისი-რა შეხედულებები არსებობს?
- პასუხისმგებლობა-რა არის ჩვენი პასუხისმგებლობა?
ცოდნა – რის შესახებ გვინდა, რომ იცოდნენ ჩვენმა მოსწავლეებმა
ზემოთ მოხაზული ტრანსდისციპლინარული თემები და ძირითადი შინაარსი შეადგენენ პროგრამის ცოდნის ელემენტებს.
უნარები – რა გვინდა, რომ შეძლონ ჩვენმა მოსწავლეებმა
არსებობს სტრუქტურირებული ძიების პროცესში შეძენილი უნარების განვითარების ხუთი სფერო:
- სააზროვნო
- საკომუნიკაციო
- სოციალური
- საძიებო
- თვითმართვის
მოქმედება – როგორ გვინდა, რომ იქცეოდნენ ჩვენი მოსწავლეები
მოსწავლეებს ეხმარებიან იმაში, რომ სასწავლო გამოცდილებიდან გამომდინარე, შეძლონ გაანალიზება, გონივრული არჩევანის გაკეთება, პასუხისმგებლური მოქმედების განხორციელება უფროსებთან, სკოლის თანამშრომლებთან, ფართო საზოგადეობასთან ურთიერთობის დროს.
General Regulations: Primary Years Programme