საერთაშორისო ბაკალავრიატის დაწყებითი კლასების პროგრამა
,ახალი სკოლა” ერთ-ერთია საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის მიერ აკრედიტებულ მსოფლიო სკოლებს შორის. დაწყებითი კლასების პროგრამა (PYP) განკუთნილია 3-11 წლამდე მოსწავლეთათვის. პროგრამის მიზანია ბავშვის ყოველმხრივი განვითარება, როგორც სკოლაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. პროგრამის ფილოსოფიის ცენტრში მოქცეულია სტრუქტურირებული მიზანმიმართული კვლევა, როგორც წამყვანი საშუალება ცოდნის მიღებისათვის.