აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სასტიპენდიო პროგრამა
ევროპულ სწავლებაზე ორიენტირებული საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) დიპლომი ,,ახალ სკოლაში”
,,ახალი სკოლაში“ ევროკავშირისა და საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) მხარდაჭერით ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სასტიპენდიო პროგრამა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამა, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის მოსწავლეებისთვის საშუალო განათლების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.
პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, კერძოდ, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან.
ტესტირების შედეგების მიხედვით შეირჩა ოცამდე საუკეთესო სტუდენტი, რომელიც მიიღებს სრულ სტიპენდიას ევროპულ სწავლებაზე ორიენტირებული საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სადიპლომო პროგრამაში მონაწილეობისთვის.
2018 წელს წარმატებით დაწყებული პროგრამა მეექვსე წელია, რაც საქართველოში ხორციელდება. მოსწავლეები, რომლებიც ამჟამად სწავლობენ ახალ სკოლაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამის ფარგლებში დაასრულებენ სწავლას 2025 წლის ივნისში.