მისია და ხედვა

ჩვენი ამოცანაა აღვზარდოთ ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც მუდამ მზად იქნებიან ახალი ცოდნის მისაღებად და წინააღმდეგობებით აღსავსე მსოფლიოში პოზიტიური ცვლილებების შესატანად.

ხედვა

მისიიდან გამომდინარე ჩვენი სკოლის ხედვაა ავღზარდოთ პატიოსანი ადამიანები, რომლებსაც  შეუძლიათ  კრიტიკულად და კრეატიულად აზროვნება,  ინფორმირებული რისკების გაწევა და თანაგრძნობა.

ჩვენი მოსწავლეები არიან: მაძიებელი,მცოდნე,მოაზროვნე,კომუნიკაბელური,პრინციპული, გონებაგახსნილი, მზრუნველი, გაბედული და გაწონასწორებული ადამიანები.

ღირებულებები

  • პატიოსნება
  • პატივისცემა
  • სამართლიანობა
  • პასუხისმგებლობა
  • თანამშრომლობა
  • თანაგრძნობა
  • ენთუზიაზმი
  • დამოუკიდებლობა.

მიზნები

ჩვენი მიზანია ,,ახალი სკოლის” ქართული და ინგლისური განყოფილების მოსწავლეებს მივაწოდოთ:

  • მოწინავე, თანამედროვე პროგრამები
  • შევასწავლოთ ფუნდამენტური დისციპლინები
  • უახლესი ტექნოლოგიები
  • ხელოვნების ციკლის საგნები.

ჩამოვაყალიბოთ ისეთი პიროვნებები, რომლებიც:

  • დააფასებენ კაცობრიობის ლტოლვას ცოდნისაკენ
  • შესძლებენ კონფლიქტების მოგვარებას
  • მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოებრივ საქმიანობებში,
  • აიღებენ პასუხისმგებლობას გარემოზე
  • იცხოვრებენ ჯანსაღი ცხოვრების წესით.

სკოლამდელი საფეხური

მისია და ხედვა

ვამზადებთ ბავშვებს იმისათვის, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე სურდეთ და შეეძლოთ ახალი ცოდნის მიღება, ძიებისა და აღმოჩენების მეშვეობით.

ვქმნით ბავშვის განვითარებაზე და სწავლის მოტივაციის გაზრდაზე ორიენტირებულ გარემოს, სადაც  შესაძლებელი იქნება ცნობისმოყვარეობისა და ახალი ცოდნის მოპოვებისათვის საჭირო  უნარების განვითარება.

ღირებულებები

  • მზრუნველი
  • გაწონასწორებული
  • მოაზროვნე
  • გონებაგახსნილი
  • მაძიებელი

საერთაშორისო ბაკალავრიატის მისია

საერთაშორისო ბაკალავრიატის მიზანია აღზარდოს მაძიებელი, მცოდნე და მზრუნველი ახალგაზრდა თაობა რომელიც, ინტერკულტურული ურთიერთობებისა და პატივისცემის გზით იღწვის უკეთესი, მშვიდობიანი მომავლის შესაქმნელად,

საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს სკოლებთან, სამთავრობო სტრუქტურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან იმისათვის, რომ შეიქმნას გამოწვევებით აღსავსე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები და სრულყოფილი შეფასების სისტემა.

ეს საგანმანათლებლო პროგრამები ხელს შეუწყობს ისეთი მოსწავლეების აღზრდას მთელ მსოფლიოში, რომლებიც აქტიურად და მუდმივად იღწვიან ახალი ცოდნის მისაღებად, პატივს სცემენ და აფასებენ მათგან განსხვავებული  ადამიანების აზრს.

ჩვენი ამოცანაა აღვზარდოთ ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც მუდამ მზად იქნებიან ახალი ცოდნის მისაღებად და წინააღმდეგობებით აღსავსე მსოფლიოში პოზიტიური ცვლილებების შესატანად.

სკოლაში მიღება:

+ 995 577 18 91 27

წყნეთის გზატკეცილი 35, 0162, თბილისი

ზოგადი ინფორმაცია:

ქართული განყოფილება: + 995 32 223 17 28

ინგლისური განყოფილება: + 995 32 225 70 79