ვიზიტი სკოლაში

მადლობას გიხდით ჩვენი სკოლისადმი გამოხატული ინტერესისათვის. თუ გსურთ მეტი ინფორმაციის მიღება და სკოლაში ტურის ორგანიზება, გთხოვთ დაგვიკავშირდით.

ჩვენთან სტუმრობა საუკეთესო საშუალებაა ,,ახალი სკოლის” გასაცნობად. სიამოვნებით ვუმასპინძლებთ ოჯახებს მთელი სასწავლო წლის განამვლობაში, აგვისტოს ბოლოდან ივნისის ბოლომდე. თუ გვესტუმრებით რეგულარული სასწავლო დღის მანძილზე, ,,ახალი სკოლის” ცხოვრების ზუსტ სურათს დაინახავთ.

ვიზიტის დასაგეგმად, გთხოვთ, დაგვირეკოთ ან მოგვწეროთ:

+995 577 189 127

info@newschoolgeorgia.com

ჩვენ ყველანაირად შევეცდებით შეხვედრა თქვენთვის სასურველ დროს დავნიშნოთ.

მიღების პროცედურა

განაცხადი მოსწავლის ,,ახალი სკოლაში” ჩარიცხვის თაობაზე მიიღება მთელი სასწავლო წლის განმავლობაში. გირჩევთ, რომ ეს პროცესი დაიწყოთ სკოლაში ვიზიტით. ჩვენ სიამოვნებით გიმასპინძლებთ, დაგათვალიერებინებთ სკოლას და ვუპასუხებთ თქვენს კითხვებს.

სკოლაში პირველ კლასში ბავშვები ჩაირიცხებიან კანონმდებლობით დადგენილი ასაკის მიღწევისას.

ნაბიჯი 1: სააპლიკაციო ფორმა:

გთხოვთ შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

ნაბიჯი 2: მოსწავლესთან გასაუბრება და ტესტირება

სკოლამდელი საფეხური და დაწყებითი სკოლა (მოსამზადებელი-მეხუთე კლასები):

ბავშვი გაივლის გასაუბრებას დაწყებითი სკოლის ხელმძღვანელთან და სკოლის ფსიქოლოგთან. საჭიროების შემთხვევაში დაინიშნება დამატებითი შეხვედრა ან ტესტირება.

უფროსი კლასები (6-12 კლასები):

ბავშვი გაივლის გასაუბრებას უფროსი კლასების ხელმძღვანელთან და სკოლის ფსიქოლოგთან და ჩატარდება ტესტირება მათემატიკაში, ქართულსა და ინგლისურ ენებში.

ნაბიჯი 3: სრული განაცხადის წარდგენა

პირველადი სააპლიკაციო ფორმის შევსების, გასაუბრების და ტესტირების ჩატარების შემდეგ, აუცილებელია შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

ზოგადი შეთანხმების ფორმა, შევსებული და ხელმოწერილი მშობლის მიერ.

2 ფოტოსურათი (3X4).

დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.

მოსწავლის ჯანმრთელობის ისტორია, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (აცრების მითითებით).

მოსწავლის პირადი საქმე / წინა კლასის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ორი სარეკომენდაციო წერილი მასწავლებლისგან და სკოლის ფსიქოლოგისგან (თუ სკოლას არ ჰყავს ფსიქოლოგი, შეგიძლიათ წარმოადგინოთ ორი წერილი ორი მასწავლებლისგან).

მშობლის ან მეურვის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი.

დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.

ნაბიჯი 4: განაცხადის სტატუსი

სრული განაცხადის წარდგენის, გასაუბრებისა და ტესტირების გავლის შემდეგ მშობლებს ეგზავნებათ ინვოისი და ეძლევათ ერთი კვირის ვადა შემდგომი პროცედურის დასრულებისთვის:

ჩარიცხვის ხელშეკრულების გაფორმება.

ავანსისა და სწავლის საფასურის 65%-ის გადახდა უნდა მოხდეს მითითებულ ვადებში. ავანსის სახით გადახდილი თანხა არ ექვემდებარება ანაზღაურებას. (გადახდასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ სკოლის ფინანსურ განყოფილებას: finance@newschoolgeorgia.com).

ხელშეკრულების გაფორმებისა და სწავლის საფასურის გადახდის შემდეგ, საფეხურის ხელმძღვანელი წერილობით აცნობებს მშობლებს მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის თარიღის შესახებ. ასევე მიაწვდის სასწავლო პროგრამასთან, დღის განრიგთან და ა.შ დაკავშირებულ ინფორმაციას.

სწავლის საფასურის 35%-ის გადახდა ხდება სასწავლო წლის 15 დეკემბრამდე.

მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას სკოლაში ჩარიცხვაზე, თუ შემოსულ განცხადებათა რაოდენობა აჭარბებს სკოლაში მისაღებ მოსწავლეთა ადგილების ოდენობას.

Building a diverse community of lifelong learners who are prepared to make a difference in an ever changing world.

Admissions:

+ 995 577 18 91 27

35 Tskneti Highway 0162, Bagebi, Tbilisi, Georgia

General Information:

English Department: + 995 32 225 70 79

Georgian Department: +995 32 223 17 28