,,ახალის სკოლის” სლოგანი:  

ჩვენ ვიჩენთ პატივისცემას, გვაქვს  პასუხისმგებლობის გრძნობა და ვიცავთ უსაფრთხოებას.

,,ახალის სკოლის” ქცევის წესები მოსწავლეებში აყალიბებს მისაღები ქცევის ნორმებს. ქვემოთ მოყვანილი წესები გამოხატავს იმ ჩვევებსა და ქცევებს, რომლებსაც ყოველდღიურად ველით ჩვენი მოსწავლეებისაგან. ჩვენ თანმიმდევრულად, ყოველდღიურად ვთხოვთ მათ ამ წესების დაცვას.