‎,,ახალი სკოლა” ერთ-ერთია საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის მიერ  ‎აკრედიტებულ მსოფლიო სკოლებს შორის. დაწყებითი კლასების პროგრამა (PYP) ‎განკუთნილია 3-11 წლამდე მოსწავლეთათვის. პროგრამის მიზანია ბავშვის ‎ყოველმხრივი განვითარება, როგორც სკოლაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ‎პროგრამის ფილოსოფიის ცენტრში მოქცეულია სტრუქტურირებული ‎მიზანმიმართული კვლევა, როგორც წამყვანი საშუალება ცოდნის მიღებისათვის. ‎

 

ექვსი ტრანსდისციპლინარული თემა

საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის დაწყებითი კლასების პროგრამის ‎ყველაზე მნიშვნელოვან და განსაკუთრებულ თავისებურებას წარმოადგენს ‎გლობალური მნიშვნელობის ექვსი ტრანსდისციპლინარული თემა, რომლებიც ‎წარმოქმნიან ჩარჩოს ძიებისა და სწავლისათვის:‎

  • ვინ ვართ ჩვენ
  • სად ვართ დროსა და სივრცეში
  • როგორ გამოვხატავთ საკუთარ თავს
  • როგორ მუშაობს სამყარო
  • როგორ ვახდენთ საკუთარი თავის ორგანიზებას
  • როგორ ვთანაცხოვრობთ პლანეტაზე

პროგრამის ილუსტრირება შესაძლებელია სქემის   სახით, რომელიც გამოხატავს ექვსი ტრანსდისციპლინარული თემის კავშირს საგნობრივ დისციპლინებთან:

  • ენები
  • საზოგადოებრივი მეცნიერებები
  • მათემატიკა
  • ხელონება
  • ბუნებისმეტყველება
  • პიროვნული, სოციალური და ფიზიკური განათლება

ძირითადი ელემენტი

შემდეგი ძირითადი ელემენტის მთლიანობა: კონცეფციები, ცოდნა, უნარები, მოქმედება აძლევს მოსწავლეებს შესაძლებლობებს

  • შეიძინონ რელევანტური და გლობალური მნიშვნელობის ცოდნა
  • განივითარონ კონცეფციების გაგება,  რაც საშუალებას აძლევს მათ დაამყარონ შესაბამისი კავშირები სწავლის პროცესში
  • შეიძინონ  ტრანსდისციპლინარული და დისციპლინარული უნარები
  • განივითარონ ის დამოკიდებულებები, რომლებიც სჭირდებათ საერთაშორისო აზროვნების ჩამოსაყალიბებლად
  • განახორციელონ მოქმედება, როგორც საკუთარი სწავლის შედეგი

კონცეფციები – რა გვინდა რომ გაიგონ ჩვენმა მოსწავლეებმა

შვიდი ფუნდამენტალური კონცეფცია, გამოხატული ძირითადი საკითხების სახით სტიმულს აძლევს საძიებო პროცესს:

  • ფორმა-როგორ მუშაობს?
  • ფუნქცია-როგორია?
  • მიზეზი-რატომ არის ასეთი?
  • ცვლილება-როგორ იცვლება?
  • კავშირი-როგორ უკავშირდება სხვა საგნებს?
  • თვალსაზრისი-რა შეხედულებები არსებობს?
  • პასუხისმგებლობა-რა არის ჩვენი პასუხისმგებლობა?

ცოდნა – რის შესახებ გვინდა, რომ იცოდნენ ჩვენმა მოსწავლეებმა

ზემოთ მოხაზული ტრანსდისციპლინარული თემები და ძირითადი შინაარსი შეადგენენ პროგრამის ცოდნის ელემენტებს.

უნარები – რა გვინდა, რომ შეძლონ ჩვენმა მოსწავლეებმა

არსებობს სტრუქტურირებული ძიების პროცესში შეძენილი უნარების განვითარების ხუთი სფერო:

  • სააზროვნო
  • საკომუნიკაციო
  • სოციალური
  • საძიებო
  • თვითმართვის

მოქმედება – როგორ გვინდა, რომ იქცეოდნენ ჩვენი მოსწავლეები

მოსწავლეებს ეხმარებიან იმაში, რომ სასწავლო გამოცდილებიდან გამომდინარე, შეძლონ გაანალიზება, გონივრული არჩევანის გაკეთება,  პასუხისმგებლური მოქმედების განხორციელება უფროსებთან, სკოლის თანამშრომლებთან, ფართო საზოგადეობასთან ურთიერთობის დროს.

ზოგადი რეგულაციები: დაწყებითი კლასების პროგრამა