განაცხადი მოსწავლის ,,ახალი სკოლაში" ჩარიცხვის თაობაზე მიიღება მთელი სასწავლო წლის განმავლობაში. გირჩევთ, რომ ეს პროცესი დაიწყოთ სკოლაში ვიზიტით. ჩვენ სიამოვნებით გიმასპინძლებთ, დაგათვალიერებინებთ სკოლას და ვუპასუხებთ თქვენს კითხვებს.

ვიზიტის დასაგეგმად გთხოვთ დაგვიკავშირდით: 

+995 577 189 127

info@newschoolgeorgia.com

სკოლაში პირველ კლასში ბავშვები ჩაირიცხებიან კანონმდებლობით დადგენილი ასაკის მიღწევისას. 

მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას სკოლაში ჩარიცხვაზე, თუ შემოსულ განცხადებათა რაოდენობა აჭარბებს სკოლაში მისაღებ მოსწავლეთა ადგილების ოდენობას. 

ნაბიჯი 1: სააპლიკაციო ფორმა

გთხოვთ შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

ნაბიჯი 2: მოსწავლესთან გასაუბრება და ტესტირება

სკოლამდელი საფეხური და დაწყებითი სკოლა (მოსამზადებელი-მეხუთე კლასები):

ბავშვი გაივლის გასაუბრებას დაწყებითი სკოლის ხელმძღვანელთან და სკოლის ფსიქოლოგთან. საჭიროების შემთხვევაში დაინიშნება დამატებითი შეხვედრა ან ტესტირება.

უფროსი კლასები (6-12 კლასები):

ბავშვი გაივლის გასაუბრებას უფროსი კლასების ხელმძღვანელთან და სკოლის ფსიქოლოგთან და ჩატარდება ტესტირება მათემატიკაში, ქართულსა და ინგლისურ ენებში.  

ნაბიჯი 3: სრული განაცხადის წარდგენა 

პირველადი სააპლიკაციო ფორმის შევსების, გასაუბრების და ტესტირების ჩატარების შემდეგ, აუცილებელია შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

  • ზოგადი შეთანხმების ფორმა, შევსებული და ხელმოწერილი მშობლის მიერ.  
  • 2 ფოტოსურათი (3X4).
  • დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
  • მოსწავლის ჯანმრთელობის ისტორია, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (აცრების მითითებით). 
  • მოსწავლის პირადი საქმე / წინა კლასის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ორი სარეკომენდაციო წერილი მასწავლებლისგან და სკოლის ფსიქოლოგისგან (თუ სკოლას არ ჰყავს ფსიქოლოგი, შეგიძლიათ წარმოადგინოთ ორი წერილი ორი მასწავლებლისგან).
  • მშობლის ან მეურვის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი.

დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. 

 ნაბიჯი 4: განაცხადის სტატუსი 

სრული განაცხადის წარდგენის, გასაუბრებისა და ტესტირების გავლის შემდეგ მშობლებს ეგზავნებათ ინვოისი და ეძლევათ ერთი კვირის ვადა შემდგომი პროცედურის დასრულებისთვის:

  • ჩარიცხვის ხელშეკრულების გაფორმება. 
  • ავანსისა და სწავლის საფასურის 65%-ის გადახდა უნდა მოხდეს მითითებულ ვადებში. ავანსის სახით გადახდილი თანხა არ ექვემდებარება ანაზღაურებას. (გადახდასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ სკოლის ფინანსურ განყოფილებას: finance@newschoolgeorgia.com). 

ხელშეკრულების გაფორმებისა და სწავლის საფასურის გადახდის შემდეგ, საფეხურის ხელმძღვანელი წერილობით აცნობებს მშობლებს მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის თარიღის შესახებ. ასევე მიაწვდის სასწავლო პროგრამასთან, დღის განრიგთან და ა.შ დაკავშირებულ ინფორმაციას.

სწავლის საფასურის 35%-ის გადახდა ხდება სასწავლო წლის 15 დეკემბრამდე.