,,ახალი სკოლა” 1999 წლიდან ავტორიზებულია საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ.

 

 

 

,,ახალი სკოლა”, საქართველოს საერთაშორისო სკოლა, არის IB სკოლა, რაც ნიშნავს რომ იგი ავტორიზებულია საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის მიერ და მოსწავლეებს სთავაზობს საერთაშორისო ბაკალავრიატის სამივე საფეხურს: დაწყებითი სკოლის პროგრამას (PYP), საბაზო სკოლის პროგრამასა (MYP) და სადიპლომო პროგრამას (DP).

ავტორიზაციის პროცესი არის განსაკუთრებულად ეფექტური საშუალება, რის საფუძველზეც სკოლას შეუძლია მუდმივად იზრუნოს განვითარებაზე და იყოს საერთაშორისოდ ცნობილი სტანდარტების შესაბამისი. ავტორიზაციის მინიჭება კი ნიშნავს, რომ ,,ახალმა სკოლამ’’ მიაღწია საერთაშორისო განათლების, პროფესიონალიზმის უმაღლეს სტანდარტებს და არ წყვეტს განვითარებას.

 

ავტორიზაციის შესანარჩუნებლად ,,ახალი სკოლა”:

  • მიჰყვება IB ფილოსოფიას;

  • ავითარებს და აახლებს კურიკულუმს IB-ს მოთხოვნების შესაბამისად;

  • ურუნველყოფს მასწავლებლების პროფესიულ გადამზადებას IB-ის მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრებით და ტრენინგებით;

  • რეგულარულად ამოწმებს მოსწავლეთა ნამუშევრებს;

  • ახდენს სადიპლომო პროგრამის მოსწავლეთა ნამუშევრების შემოწმებას საერთაშორისო დონეზე;

  • უზრუნველყოფს გლობალური და ლოკალური საკითხების შემეცნებასა და გაგებას.