ჩვენი ამოცანაა აღვზარდოთ ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც მუდამ მზად იქნებიან ახალი ცოდნის მისაღებად და წინააღმდეგობებით აღსავსე მსოფლიოში პოზიტიური ცვლილებების შესატანად.

ჩვენი მიზანია ,,ახალი სკოლის” ქართული და ინგლისური განყოფილების მოსწავლეებს მივაწოდოთ მოწინავე, თანამედროვე პროგრამები, შევასწავლოთ ფუნდამენტური დისციპლინები, უახლესი ტექნოლოგიები, ხელოვნების ციკლის საგნები; ჩამოვაყალიბოთ ისეთი პიროვნებები, რომლებიც დააფასებენ კაცობრიობის ლტოლვას ცოდნისაკენ,  შესძლებენ კონფლიქტების მოგვარებას, მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოებრივ საქმიანობებში, აიღებენ პასუხისმგებლობას გარემოზე და იცხოვრებენ ჯანსაღი ცხოვრების წესით

 

მისია

ვამზადებთ ბავშვებს იმისათვის, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე სურდეთ და შეეძლოთ ახალი ცოდნის მიღება, ძიებისა და აღმოჩენების მეშვეობით.

ხედვა

ვქმნით ბავშვის განვითარებაზე და სწავლის მოტივაციის გაზრდაზე ორიენტირებულ გარემოს, სადაც  შესაძლებელი იქნება ცნობისმოყვარეობისა და ახალი ცოდნის მოპოვებისათვის საჭირო  უნარების განვითარება.

ღირებულებები

  • მზრუნველი
  • გაწონასწორებული
  • მოაზროვნე
  • გონებაგახსნილი
  • მაძიებელი

საერთაშორისო ბაკალავრიატის მიზანია აღზარდოს მაძიებელი, მცოდნე და მზრუნველი ახალგაზრდა თაობა რომელიც, ინტერკულტურული ურთიერთობებისა და პატივისცემის გზით იღწვის უკეთესი, მშვიდობიანი მომავლის შესაქმნელად,

საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს სკოლებთან, სამთავრობო სტრუქტურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან იმისათვის, რომ შეიქმნას გამოწვევებით აღსავსე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები და სრულყოფილი შეფასების სისტემა.

ეს საგანმანათლებლო პროგრამები ხელს შეუწყობს ისეთი მოსწავლეების აღზრდას მთელ მსოფლიოში, რომლებიც აქტიურად და მუდმივად იღწვიან ახალი ცოდნის მისაღებად, პატივს სცემენ და აფასებენ მათგან განსხვავებული  ადამიანების აზრს.