მოგესალმებით ,,ახალი სკოლის  დაწყებითი საფეხურიდან და გილოცავთ ახალი  სასწავლო წლის დაწყებას.  სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ მიმდინარე სასწავლო წლისათვის ჩვენს საფეხურზე საგრძნობლად გაიზარდა მოსწავლეთა რაოდენობა.

მადლობა გვინდა გადავუხადოთ იმ ახალ მოსწავლეთა მშობლებს, რომლებმაც ჩვენი სკოლა აირჩიეს შვილებისათვის განათლების  მისაღებად.

,,ახალი სკოლა გთავაზობთ საერთაშორისო ბაკალავრიატის დაწყებითი კლასების ტრანსდისციპლინარულ პროგრამას უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.

პროგრამა განკუთვნილია 5-დან 12 წლამდე ასაკის მოსწავლეთათვის და მიზნად ისახავს ბავშვის ოპტიმალურ, ჰარმონიულ განვითარებას.

დაწყებითი კლასების პროგრამის ფილოსოფიის ძირეული საკითხია სტრუქტურული კვლევა. მოსწავლეები ჩართულნი არიან საძიებო მოქმედებებში ექვს ტრანსდისციპლინარულ საძიებო თემაზე დაყრდნობით. ამ პროცესში ისინი ეჩვევიან მნიშვნელოვანი კონცეფციის წვდომას, იძენენ ძირითად უნარებს და ცოდნას, უმუშავდებათ სწორი დამოკიდებულებები და სწავლობენ საპასუხისმგებლო მოქმედებების შესრულებას, ხდებიან მაძიებლები, პრინციპულები, გაწონასწორებულები, მზრუნველები, კომუნიკაბელურები, გამბედავები და მოაზროვნეები.

გელით ,,ახალ სკოლაში" და გვჯერა, რომ ერთად განვახორციელებთ მნიშვნელოვან ღონისძიებებს, რათა მიმდინარე სასწავლო წელი წარმოადგენდეს წარმატებულ, შედეგიან და ხალისიან პროცესს თქვენი შვილებისათივს. 

საუკეთესო სურვილებით,

ნინო ცინარიძე
 ,,ახალი სკოლის ქართული განყოფილების დაწყებითი კლასების ხელმძღვანელი


თანამედროვე ცივილიზებული სამყარო წარმოუდგენელია მომავალი თაობის ხარისხიანი განათლების გარეშე. გასაკვირი არაა, რომ განათლებას უფრო ხშირად სკოლასთან აიგივებენ, რადგან  სწორედ სკოლა  განიხილება ისეთ ინსტიტუტად, სადაც ხდება პიროვნების ფორმირება, სადაც საფუძველი ეყრება ძირითად ორიენტირებს ადამიანის ცხოვრებაში. „ახალი სკოლა“ აკადემიური განათლების დონეს სთავზობს უფროსკლასელებს. პირველ რიგში, აღვნიშნავთ იმას, რომ ქართული განყოფილების უფროსი კლასების პროგრამები ეფუძნება როგორც საერთაშორისო ბაკალავრიატის მოთხოვნებს, ისე ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტს. ვიყენებთ მრავალფეროვან და გამჭირვალე შეფასების სისტემას; სასწავლო პროცესი მთლიანად მოსწავლეზეა ორიენტირებული; ვითვალისწინებთ თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და თავისებურებებს. ჩვენი აკადემიური პროგრამების კურსი ინტენსიურია და ეხმარება მოსწავლეებს სრულფასოვნად მოემზადონ ეროვნული გამოცდებისათვის, მე-12 კლასში კი ვთავაზობთ  მომზადებას დამატებით საგანშიც, რომელსაც ისინი აირჩევენ ეროვნულ  გამოცდებზე ჩასაბარებლად.
აკადემიურ პროგრამებს განახორციელებენ გამოცდილი, მაღალი პროფესიული დონის პედაგოგები.

სკოლაში გაძლიერებულად ისწავლება უცხო ენები: ინგლისური, რუსული, ფრანგული, ესპანური; ჯგუფები, მოსწავლის მიერ უცხო ენის ფლობის დონიდან გამომდინარე, ფაზებად იყოფა, რაც სწავლების ხარისხს უფრო ეფექტურს ხდის. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლის პროცესში დიდი ყურადღება ეთმობა პრაქტიკული  სამუშაოების შესრულებას, რასაც მოსწავლეები  განახორციელებენ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აღჭურვილ ლაბორატორიებში.საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლა ეფუძნება მრავალფეროვანი  წყაროების, ვიზუალური მასალის  შესწავლა–გაანალიზებას, სასწავლო თემასთან დაკავშირებულ ექსკურსიებს.
უფროს კლასებში მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სასკოლო და კლასგარეშე აქტივობებში, სპორტულ შეჯიბრებებსა და ტურნირებში, მონაწილეობენ გამოფენებში, კონკურსებსა და ოლიმპიადებში, საქველმოქმედო ღონისძიებებში, ქმნიან ინდივიდუალურ და ჯგუფურ  პროექტებს. ჩვენ გვჯერა, რომ  ჩვენი მოსწავლეები ჩამოყალიბდებიან ზოგადსაკაცობრიო ჰუმანური იდეების მატარებელ პიროვნებებად და  თავიანთ წვლილს შეიტანენ უკეთესი მომავლისა და მშვიდობიანი მსოფლიოს შექმნაში.

პატივისცემით,
ნინო გუგუშვილი
,,ახალი სკოლის“ ქართული განყოფილების უფროსი კლასების ხელმძღვანელი