Congratulations New School!

  • December 2006 - New School becomes an IB Middle Years Programme candidate school.
  • December 2008 - New School becomes an authorized IB Primary Years Programme World School and the first IB World School in Georgia.
  • May 2010 - New School becomes an authorized IB Diploma Programme World School.

 

 

ძვირფასო მშობლებო!

კარგად გვესმის, რომ საკუთარი შვილისათვის შესაფერისი სკოლის მოძებნა ადვილი საქმე არ არის და იმედი გვაქვს რომ ჩვენი ვებგვერდი დაგეხმარებათ ამ მიმართულებით სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

“ახალი სკოლა” (საქართველოს საერთაშორისო სკოლა) წარმოადგენს კერძო ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლას, რომელიც თავის მოსწავლეებს უკვე მეათე წელია, სთავაზობს როგორც ქართულ, აგრეთვე საერთაშორისო სასწავლო პროგრამებს.

სკოლაში ოცდახუთამდე სხვადასხვა ეროვნების მოსწავლე სწავლობს.
გვჯერა, რომ ხარისხიანი თანამედროვე განათლება გულისხმობს როგორც საკუთარი, ასევე სხვა ერების კულტურების ღრმა ცოდნასა და პატივისცემას, ამიტომაც ვასწავლით ჩვენს მოსწავლეებს ურთიერთპატივისცემასა და გაგებას, ვცდილობთ დავანახოთ როგორ არიან ერთმანეთზე დამოკიდებული სხვადასხვა ხალხები და ქვეყნები თანამედროვე მსოფლიოში .

”ახალი სკოლა” მუშაობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის დაწყებითი (PYP) და საბაზო (MYP) სკოლების პროგრამებით.

სკოლაში ორი განყოფილებაა, ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი.
4-დან 18 წლამდე ქართველსა და უცხოელ ბავშვებს შეუძლიათ საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის საინტერესო პროგრამებზე დაფუძნებული განათლების მიღება როგორც ქართულ ისე ინგლისურ ენებზე.

მაღალკვალიფიციური ქართველი და უცხოელი მასწავლებლები, მოწესრიგებული და დაცული გარემო, საერთაშორისო პროგრამები და განათლების საერთაშორისო სტანდარტები, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, საცურაო აუზები, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბიბლიოთეკები, ლაბორატორიები და კომპიუტერული კლასები, თანამედროვე სასწავლო რესურსები, მოსწავლეთა თეატრი, ჯანმრთელი, მრავალფეროვანი კვება და მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურება – ყველაფერი ეს ჩვენს სკოლას უნიკალურს ხდის.

თუ ჩვენი ვებგვერდის დათვალიერების შემდეგ კითხვები გაგიჩნდებათ, გთხოვთ მოგვწეროთ ან დაგვირეკოთ. ჩვენ სიამოვნებით გაგცემთ პასუხს ყველა თქვენს კითხვაზე და მოგაწვდით უფრო დეტალურ ინფორმაციას ჩვენი სკოლის სასწავლო პროგრამების შესახებ.



პატივისცემით,
მარინა ჟღენტი
ახალი სკოლის დირექტორი