მოსწავლეები თანამშრომლები Moodle ძებნა
სკოლამდელი განათლება
დაწყებითი სკოლა
საბაზო სკოლა
საშუალო სკოლა
ხელმძღვანელის მისალმება

 თანამედროვე ცივილიზებული სამყარო წარმოუდგენელია მომავალი თაობის ხარისხიანი განათლების გარეშე. გასაკვირი არაა, რომ განათლებას უფრო ხშირად სკოლასთან აიგივებენ, რადგან  სწორედ სკოლა  განიხილება ისეთ ინსტიტუტად, სადაც ხდება პიროვნების ფორმირება, სადაც საფუძველი ეყრება ძირითად ორიენტირებს ადამიანის ცხოვრებაში.


„ახალი სკოლა“ აკადემიური განათლების დონეს სთავზობს უფროსკლასელებს. პირველ რიგში, აღვნიშნავთ იმას, რომ ქართული განყოფილების უფროსი კლასების პროგრამები ეფუძნება როგორც საერთაშორისო  ბაკალავრიატის მოთხოვნებს, ისე ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტს. ვიყენებთ მრავალფეროვან და გამჭირვალე შეფასების სისტემას; სასწავლო პროცესი მთლიანად მოსწავლეზეა ორიენტირებული;  ვითვალისწინებთ თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და თავისებურებებს. ჩვენი აკადემიური პროგრამების კურსი ინტენსიურია და ეხმარება მოსწავლეებს სრულფასოვნად მოემზადონ ეროვნული  გამოცდებისათვის, მე-12 კლასში კი ვთავაზობთ  მომზადებას დამატებით საგანშიც, რომელსაც ისინი აირჩევენ ეროვნულ  გამოცდებზე ჩასაბარებლად.
 

 აკადემიურ პროგრამებს განახორციელებენ გამოცდილი, მაღალი პროფესიული დონის პედაგოგები.

 

სკოლაში გაძლიერებულად ისწავლება უცხო ენები: ინგლისური, რუსული, ფრანგული, ესპანური; ჯგუფები, მოსწავლის მიერ უცხო ენის ფლობის დონიდან გამომდინარე, ფაზებად იყოფა, რაც სწავლების ხარისხს უფრო ეფექტურს ხდის.  საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლის პროცესში დიდი ყურადღება ეთმობა პრაქტიკული  სამუშაოების შესრულებას, რასაც მოსწავლეები  განახორციელებენ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აღჭურვილ ლაბორატორიებში.საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლა ეფუძნება მრავალფეროვანი  წყაროების, ვიზუალური მასალის  შესწავლა–გაანალიზებას, სასწავლო თემასთან დაკავშირებულ ექსკურსიებ.


უფროს კლასებში მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სასკოლო და კლასგარეშე აქტივობებში, სპორტულ შეჯიბრებებსა და ტურნირებში, მონაწილეობენ გამოფენებში, კონკურსებსა და ოლიმპიადებში, საქველმოქმედო ღონისძიებებში, ქმნიან ინდივიდუალურ და ჯგუფურ  პროექტებს.

 ჩვენ გვჯერა, რომ  ჩვენი მოსწავლეები ჩამოყალიბდებიან ზოგადსაკაცობრიო ჰუმანური იდეების მატარებელ პიროვნებებად და  თავიანთ წვლილს შეიტანენ უკეთესი მომავლისა და მშვიდობიანი მსოფლიოს შექმნაში.

  

 

 

პატივისცემით

ნინო  გუგუშვილი

„ახალი სკოლის“ ქართული განყოფილების უფროსი კლასების ხელმძღვანელი

 

 

 
NEW SCHOOL © 2012 PRIVACY POLICY