მოსწავლეები თანამშრომლები Moodle ძებნა
სკოლამდელი განათლება
დაწყებითი სკოლა
საბაზო სკოლა
საშუალო სკოლა
ხელმძღვანელის მისალმება

  

  მოგელასმებით "ახალი სკოლის" დაწყებითი საფეხურიდან და გილოცავთ ახალი  სასწავლო წლის დაწყებას. 

 

 სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ მიმდინარე სასწავლო წლისათვის ჩვენს საფეხურზე საგრძნობლად

 გაიზარდა მოსწავლეთა რაოდენობა; ამჟამად აქ  330 მოსწავლე სწავლობს.

 

  მადლობა გვინდა გადავუხადოთ იმ ახალ მოსწავლეთა მშობლებს, რომლებმაც ჩვენი სკოლა აირჩიეს შვილებისათვის კარგი განათლების  მისაღებად.

 

 

"ახალი სკოლა" ეროვნულ სტანდარტთან ერთად გთავაზობთ საერთაშორისო ბაკალავრიატის დაწყებითი კლასების ტრანსდისციპლინარულ პროგრამას უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.

პროგრამა განკუთვნილია 3-დან 12 წლამდე ასაკის მოსწავლეთათვის და მიზნად ისახავს ბავშვის ოპტიმალური, ჰარმონიულ განვითარებას.

 

დაწყებითი კლასების პროგრამის ფილოსოფიის ძირეული საკითხია სტრუქტურული კვლევა. მოსწავლეები ჩართულნი არიან საძიებო მოქმედებებში ექვს ტრანსდისციპლინარულ საძიებო თემაზე დაყრდნობით. ამ პროცესში ისინი ეჩვევიან მნიშვნელოვანი კონცეფციის წვდომას, იძენენ ძირითად უნარებს და ცოდნას, უმუშავდებათ სწორი დამოკიდებულებები და სწავლობენ საპასუხისმგებლო მოქმედებების შესრულებას, ხდებიან მაძიებლები, პრინციპულები, გაწონასწორებულები, მზრუნველები, კომუნიკაბელურები, გამბედავები და მოაზროვნეები.

 

გელით "ახალ სკოლაში" და გვჯერა, რომ ერთად განვახორციელებთ მნიშვნელოვან ღონისძიებებს, რათა მიმდინარე სასწავლო წელი წარმოადგენდეს წარმატებულ, შედეგიან და ხალისიან პროცესს თქვენი შვილებისათივს. 

 

 

    საუკეთესო სურვილებით,
   ნათელა ებრალიძე
   დაწყებითი კლასების ქართული განყოფილების ხელმძღვანელი

    

 
NEW SCHOOL © 2012 PRIVACY POLICY